• რეკლამა
  • კონტაქტი
09:59, ოთხშაბათი, 8 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკვე დაწყებულია საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია” – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
18:15 09-16-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
234

 უსაფრთხოების საკითხების ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე, “კვირის პალიტრასთან”­ ამბობს:

 

პუტინმა მოხაზა ყოფილი პოსტსაბჭოთა ქვეყნები, რომელთა ერთობლიობითაც რუსული იმპერიის აღდგენას აპირებს. როდესაც პუტინი საუბრობს რუსეთის მოქალაქეების თუ რუსულენოვანი მოსახლეობის დაცვაზე, ის პირდაპირ სამხედრო ოპერაციასაც გულისხმობს.

არ არის გამორიცხული, რომ ის დესანტი, რომელიც წელს ასიათასობით გადმოსხეს რუსეთიდან საქართველოში, სწორედ ასეთ საბაბს ელოდებოდეს. რა თქმა უნდა, იმ ათასეულობით რუსიდან, რომლებმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთეს, ყველა დესანტი ვერ იქნება, მაგრამ პროცესი იმდენად უკონტროლოა,­ დამშვიდების უფლება ნამდვილად არა გვაქვს. არა მგონია, საქარ­თველოს ხელისუფლება ახდენდეს დიფერე­ნციაციას, თუ ვინ გამოექცა პუტინის რეჟიმს, ვინ ომში წასვლას აარიდა თავი და ვინ სპეცსამსახურის თანამშრომელია. უკონტროლოა არა მარტო რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა, არამედ მათ მიერ საბანკო ანგარიშების გახსნა, საცხოვრებელი ფართობების შეძენა და ბიზნესების რეგისტრაცია. ეს არის საქართველოში ჩადებული ნაღმები, რომელთა აფეთქება რუსეთს ნებისმიერ დროს შეუძლია. სხვათა შორის, პუტინის ამ კონცეფციაში არანაკ­ლებ საშიშია სხვა პუნქტები, რომლებ­ზეც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას­. ეს არის სამიზნე ქვეყნების რუსიფი­კაციის დაანონსება­ – ანუ ლატვიის, ლიეტუვის, ესტონე­თის, მოლდოვისა და რაც მთავარია, საქართველოს დაბრუნების ცდა რუსულ კულტურულ და ენობრივ სივრცეში. შეიძლება ითქვას, უკვე დაწყებულია სამიზნე ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მოსახლეობის რუსიფიკაცია.

აქ მხოლოდ კულტურული ღონისძ­იებები არ იგულისხმება. გადამწყვეტი ფაქტორი ექნება რელიგიას, ერთმორწმუნეობას. სამწუხაროდ, ბევრს არ გაახსენდება­, რომ რუსეთი ერთმორწმუნე უკრაინას დაესხა თავს და რუსმა ჯარისკაცებმა ერთმორწმუნე ქალები და ბავშვები გააუპატიურეს, აწამეს, ამოხოცეს. რელიგიურ ექსპანსიასთან ერთად მთავარი მიმართულება იქნება ასევე პროპაგანდისტული და ფსიქოლოგიური დივერსია საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ, რადგან აქ საინფო­რმაციო ომი, ანუ “ტვინების გამორეცხვა”, რუსებს უკვე კარგად აქვთ აპრობირებული. კამპანია “აბა, ომი გინდათ?!” ამის ნაწილია.

არასწორია თავადვე შექმნა ის ბომბები, რომელთა განეიტრალების რესურსი შენ არა გაქვს.  “ქართულმა ოცნებამ” თავად გაუხსნა კარი რუსულ პროპაგანდას, თავად შეუწყო ხელი ქართველი საზოგადოების უკიდურეს პოლარიზებას, თავად აწარმოა ისეთი პოლიტიკა, რომ საკუთარი ამომრჩევლის ერთი ნაწილი ყალყზე დააყენა დასავლეთის წინააღმდეგ. რუსეთისთვის არც მოლდოვას დაუწესებია სანქციები, მაგრამ საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით ამით არ ამაყობს.

ამ დღეებში თბილისში ჩატარებულ საერთაშორისო კონფერენციაზე “დიდება უკრაინას”, სადაც რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევები და პერსპექტივები განიხილებოდა და რომელიც წლის უმნიშვნელოვანესი მოვლენა იყო, პირდაპირ ითქვა, თუ რუსეთი უკრაინაში არ გავაჩერეთ, რამდენიმე წელიწადში ბალტიის დედაქალაქებში ვნახავთ ბუჩასო. დასავლელი პარტნიორები, ჩვენგან განსხვავებით, უკვე ძალიან კარგად ხვდებიან, რომ რუსეთს ძალის გარდა ვერაფერი შეაკავებს, რომ ამ ხალხთან არ ჭრის დიპლომატია და დათმობის პოლიტიკა.”

 

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საზღვარგარეთ მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დასაცავად ახალი კონცეფცია დაამტკიცა. კონცეფციაში აღნიშნულია, რომ ლატვიასთან, ლიეტუვასთან, ესტონეთთან, საქართველოსა და მოლდოვასთან ურთიერთობისას გათვალისწინებული იქნება ამ ქვეყნებში რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა. ამავე დოკუმენტის მიხედვით, მოსკოვის ჰუმანიტარული პოლიტიკის პრიორიტეტი საზღვარგარეთ, დსთ-ის ქვეყნებთან და ოკუპირებულ აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან თანამშრომლობის გაფართოება იქნება.

თეგები: ხათუნა ლაგაზიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026

ბიზნესი

სილქნეტი
ახალი ამბები

სილქნეტი “დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის” საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს

17:23 07-07-2026
თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემია ბლოკჩეინის ტექნოლოგიების შესწავლის ახალ შესაძლებლობას ქმნის

16:11 07-07-2026
თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის ექსკლუზიური მხარდაჭერით, თეგეტა მოტორსმა ადგილობრივ ბაზარზე პირველი 6-თვიანი ობლიგაციები განათავსა

20:32 07-06-2026
სელფი
ახალი ამბები

“სელფის” ქსელი კიდევ 27 სადგურით გაიზარდა

18:50 07-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved