• რეკლამა
  • კონტაქტი
04:04, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკვე არ ვიცი, ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ – მიხეილ სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:18 12-02-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
66

უკვე არ ვიცი ვიამაყო თუ არა, რომ ამ სახელმწიფოს დამფუძნებელი ვარ, რადგან რაც დარჩა ამ სახელმწიფოსგან კარგად ვხედავთ, – ამის შესახებ ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.

„ხომ არ ჯობია, რომ ჯერ მოითხოვოთ მძევლობიდან და ტყვეობიდან ჩემი გამოსვლა და როგორც კი ამ ქვეყანაში იქნება სამართლიანი სასამართლო, სადაც ეს მსახიობები არ იქნებიან და ნამდვილი მოსამართლეები იქნებიან, ნამდვილი პროკურორები იქნებიან, მე მზად ვარ, გაძლევთ პატიოსან სიტყვას, მეტი რითი დავამტკიცო, არსად არ გავრბივარ, აქ ჩამოვედი პირდაპირ მგლის ხახაში, წავიდე იმ სასამართლოს წინაშე და დაე, მან გამასამართლოს, თუნდაც ერთ წელიწადში, ორ წელიწადში, სამ წელიწადში. მე იმას კი არ გთხოვთ, რომ დამიცვათ, მიხეილ სააკაშვილი, არამედ დაგმეთ წამება ნებისმიერი ადამიანის, დაგმეთ უსამართლო სასამართლო ნებისმიერი ადამიანის მიმართ, დაგმეთ ღირსების დამცირება, არაადამიანური მოპყრობა არა პრეზიდენტის, არამედ ნებისმიერი რიგითი ქართველის. არც ჭკუას არ გარიგებთ, ჩემზე მეტი ჭკუა და გონება გაქვთ ბევრს, მაგრამ მგონია, რომ კეთილსინდისიერი და სამართლიანი იქნება ყველაფერ იმაზე საუბარი, რასაც დღეს ახლა მთხოვთ-აღიარებებს, ბოდიშებს. ყველანი ერთად თუ დაველოდებით ჩემ განთავისუფლებას ამ მახინჯი სისტემის ტყვეობიდან, რომლის ერთადერთი ფუნქციაა, მე აქედან ცოცხალი არ გავიდე. მერე უკვე მზად ვარ გეკამათოთ, დავიცვა ჩემი სიმართლე და ყველაფერი დანარჩენი.

მე ხომ არც მადლობას ვითხოვ არავისგან, მართლა არ ვითხოვ. არ ვითხოვ მადლობას არც სიბნელიდან, რომ დენი მოვიყვანე და ნავთქურები და გენერატორები დაგვავიწყდა, არ ვითხოვ მადლობას, რომ მათ შორის ზოგიერთმა მათგანმა ჩვენი სისტემით ჩააბარა, როდესაც იურიდიულზე უკვე 15 000 ლარს აღარ ითხოვდნენ, ზოგიერთი მათგანი ალბათ ჩემი სტიპენდიით იყო წასული, როგორც მაგალითად ჩემი ტყვეობის ერთ-ერთი თანამონაწილე იუსტიციის ე.წ. მინისტრი. ხომ არ ვითხოვ იმაზე მადლობას, რომ ხელფასები-პენსიები 10-ჯერ გაიზარდა, სამუშაოები ადგილები ორჯერ გაიზარდა. ხომ არ გთხოვთ მადლობას თუნდაც იმ 200 ახალი კლინიკისთვის, სადაც სამწუხაროდ დღეს ექიმებს ძალიან მძიმე პირობები აქვთ სამუშაოდ დავრწმუნდი ამ დღეებში. მაგრამ, უსამართლობას მე ვერ მივიღებ, შეურაცხყოფას ვერ მივიღებ, სააკაშვილის და სიტყვა კორუფციის ხსენებას მე ვერ მივიღებ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved