• რეკლამა
  • კონტაქტი
11:53, ოთხშაბათი, 25 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინულმა დაწოლამ შედეგი გამოიღო… აქამდე ომი, თითქოს არ ეხებოდა რუსეთს” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
01:41 09-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,415

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

“2023 წლის 29-30 აგვისტოს შეჯამება უკრაინაში:

– უკრაინელებმა მოახერხეს და ზაპორიჟიას ოლქში, ვერბოსეთან რუსული თავდაცვის ხაზი გადალახეს. თავდაცვის ხაზი, ძირითადად, შედგება ტანკსაწინააღმდეგო თხრილებისაგან, ბეტონის წინაღობისაგან – ე.წ. “დრაკონის კბილებისაგან” – და სანგრებისაგან. როგორც ჩანს რუსეთს უჭირს ყველა პოზიციის დაცვა და უკრაინულმა დაწოლამ შედეგი გამოიღო. ამჯერად საბრძოლო მოქმედებები ვერბოვეს მისადგომებთან მიმდინარეობს. მისი აღებისა და გარღვევის კერის გაფართოების შემთხვევაში უკრაინელებს შეტევის მიმართულების მრავალმხრივი გაშლის საშუალება ექნებათ – როგორც სამხრეთით ისე აღმოსავლეთით და დასავლეთით.

– რუსეთი ყოველთვის ამაყობდა ფსკოვში მყოფი თავისი სახმელეთო თუ საჰაერო ნაწილებით. ჯერ ხომ კიევისათვის ბრძოლაში იღებდნენ წამყვან მონაწილეობას, სადაც დიდი დანაკარგი განიცადეს, ახლა კი მათი საჰაერო ძალები იქნა დარტყმის ქვეშ მოქცეული. ფსკოვზე დრონებით იერიშს როგორც იარაღის საწყობის აფეთქება, ისე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავების განადგურება და დაზიანება მოჰყვა.

დაიბომბა ბრიანსკიც. იერიში მიტანილ იქნა ელექტროდეტალების ქარხანაზე.

დაიბომბა კალუგაც. იერიში მიტანილ იქნა ნავთობტერმინალზე.

აფეთქებები იყო რიაზანის, მოსკოვისა და ორიოლის ოლქებზე. რა შედეგებით დასრულდა იერიშები ამ სამ ოლქში არაა ცნობილი.

სამხედროსთან ერთად ამ იერიშებს ფსიქოლოგიური შედეგებიც აქვს. აქამდე ომი, თითქოს არ ეხებოდა რუსეთს. ამასთან, არსებობდა განწყობა, რომ რუსეთი ყველას და ყველაფერს დაიცავდა, რაც რუსეთში იყო. მაგრამ ომმა უკვე დიდი ხანია გადაინაცვლა რუსეთის საჰაერო სივრცეში. ყველა წითელი ხაზი გადაილახა ისე, რომ რუსეთმა ვერანაირი სამხედრო მუქარა ვერ აასრულა და ისევ კიევის მშვიდობიან უბნებზე მიიტანა იერიში, როგორც ტერორისტულ სახელმწიფოებს სჩვევიათ ხოლმე. ეს კი ნათელია არამხოლოდ უკრაინელთათვის, არამედ დასავლეთისათვის. რუსეთის მუქარა სხვა არაფერია თუ არა “ჩინეთის უკანასკნელი გაფრთხილება”. ამ გამოთქმით თავად რუსები დასცინოდნენ ჩინელებს, რომლებიც ამერიკელებს აფრთხილებდნენ ტაივანის სრუტეში ნუ დაცურავთო. 900 “საბოლოო” გაფრთხილება გააკეთა პეკინმა.

– საბრძოლო მოქმედებებმა ინტენსიური სახე მიიღო დონეცკისა და ზაპორიჟიას ოლქების საზღვართან. უკრაინელები აქტიურად უტევენ პრიუტნეს ირგვლივ არსებულ სიმაღლეებს. ამასთან, უფრო აღმოსავლეთით, ვუჰლედარის მონაკვეთზე, პავლივკას სიახლოვეს გააქტიურდნენ უკრაინელები. შეიძლება ითქვას, რომ რობოტინეს სამხრეთიდან ვუჰლედარამდე ყველა მონაკვეთზე სხვადასხვა ინტენსივობის შეტაკება მიმდინარეობს. თუმცა შედარებით მშვიდად პოლოჰის სექტორი რჩება, ზაპორიჟიას ოლქში. ვარაუდობენ, რომ თუკი ვერბოვეს გათავისუფლება მოხერხდა, აღარც პოლოჰის მონაკვეთი ექნებათ რუსებს მშვიდი.

– ხარკივის ოლქში, კუპიანსკის მიმართულებით რუსეთი შეტევით ოპერაციას განაგრძობს. აქტიურია როგორც საარტილერიო ისე საავიაციო იერიშები. ოღონდ ეს ყველაფერი ცალმხრივ კი არა ორმხრივ სახეს ატარებს. უკრაინელები ამ მიმართულებას სერიოზულად მოეკიდნენ.

– ახალი, 250 მილიონი დოლარის დახმარება დააანონსა აშშ-მ უკრაინისათვის. ძირითადი ნაწილი კვლავ ამუნიციაზე – ჭურვებზე, რაკეტებზე, ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაზე – მოდის. ამ ფონზე რუსეთის თავდაცვის მინისტრი შოიგუ ჩივის, რომ წარმოების გაზრდა მოგვიწევს რათა დავეწიოთ მოთხოვნასო. აშკარად უჭირთ ფრონტზე არსებული სიტუაციისამებრ ლოჯისტიკური მომსახურების გაწევა.

– გერმანიაში თავდაცვის ინდუსტრიის წარმომადგენელი დააკავეს, რომელსაც ბრალად რუსეთისათვის ელექტრონული სამხედრო კომპონენტების გადაცემა ედება ბრალად.”

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved