დღეს დილით ძლიერი აფეთქებების ხმა გაიგეს უკაინის დედაქალაქ კიევში. ამის შესახებ ინფორმაციას BBC და CNN-ის ჟურნალისტები ავრცელებენ. აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 5 საათზე მოხდა.
უკრაინის ეროვნული საინფორმაციო სააგენტო Ukrinform-ის ცნობით, კიევში საცხოვრებელ კორპუსს ცეცხლი გაუჩნდა. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით არ ვრცელდება და უცნობია რამდენი ადამიანია დაშავებული.
ადგილობრივი არხის “უკრაინა 24”-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ, ორი აფეთქება მოხდა ქალაქის დასავლეთ გარეუბანში, ბორშჩაგოვკას რაიონში. ტელევიზია ამბობს, რომ რაკეტები ბელარუსის ტერიტორიიდან ისროლეს. BBC წერს, რომ აღნიშნულის გადამოწმება ამ დროისთვის ვერ ხერხდება.
კომენტარები