• რეკლამა
  • კონტაქტი
18:04, ოთხშაბათი, 18 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინული მედია – უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა

ალია ავტორი - ალია
12:13 11-05-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
98

უკრაინის უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალურ პროკურატურას დავით არახამიას წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაავალა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უმაღლესმა ანტიკორუფციულმა სასამართლომ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს ანტონ კოვალსკის დაავალა, რომ საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის, დავით არახამიას შესაძლო დანაშაულის შესახებ ცნობა წინასწარი გამოძიების ერთიან რეესტრში დაარეგისტრიროს.

როგორც მედია წერს, უკრაინის ანტიკორუფციულმა ცენტრმა 19 ოქტომბერს გენერალურ პროკურატურას გამოძიების დაწყების მიზნით განცხადებით მიმართა.

კერძოდ, საქმე ეხება დავით არახამიას მიერ უკრაინის უმაღლეს რადაში ხმების სავარაუდო მოსყიდვას.

უკრაინის ანტიკორუფციული ცენტრი აცხადებს, რომ უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მხოლოდ გენერალურ პროკურორს შეუძლია.

ცნობისთვის, 2025 წლის დეკემბერში უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ და სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ განაცხადეს, რომ გამოძიება ჩაატარეს და მოქმედი დეპუტატებისგან შემდგარი ჯგუფი გამოავლინეს.

ჩატარებული გამოძიების თანახმად, ჯგუფის წევრები უკრაინის უმაღლეს რადაში ხმის მიცემის სანაცვლოდ თანხებს სისტემატურად იღებდნენ. სპეციალიზებულმა ანტიკორუფციულმა პროკურატურამ ქრთამის აღების საქმეზე ბრალი ხუთ დეპუტატს წარუდგინა. პროკურატურის თქმით, ქრთამის ოდენობა 2000-დან 20000 დოლარამდე იყო.

ქრთამის აღების საქმის ფარგლებში 2025 წლის ბოლოს ჩხრეკა დავით არახამიას თანაშემწის სახლშიც ჩატარდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, Visa-ს და M.T.A.-ს განსაკუთრებული შეთავაზება სათხილამურო სპორტის მოყვარულთათვის

14:25 11-18-2026
თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა
ახალი ამბები

თიბისიმ ADB-სა და IFC-ს მხარდაჭერით ვაჭრობის დაფინანსებისთვის $51 მილიონი მოიზიდა

13:55 11-18-2026
„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან
ახალი ამბები

„ტვინი: უცნობი სამყარო ჩვენს თავში“ – შეხვედრა ზაალ კოკაიასთან და ალექსანდრე ცისკარიძესთან

12:37 11-18-2026
თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკში ელექტრონული სატენდერო გარანტიის მიღება უკვე ონლაინაა შესაძლებელი

12:27 11-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved