ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა ქალაქ იზიუმისკენ მიმავალი რუსი ოკუპანტების მცირე კოლონა გაანადგურეს.
უკრაინის სპეცრაზმმა ააფეთქა ხიდი, რომელზეც რუსეთის შეიარაღებული ძალების კოლონა გადადიოდა.
სპეცრაზმი არ ასახელებს ოპერაციის შესრულების ზუსტ თარიღს, თუმცა, როგორც ამბობენ, მათ ხარკოვის ოლქში შენიშნეს იზიუმისკენ მიმავალი რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო მანქანები, რომლებიც ქალაქთან მყოფი დანარჩენი ოკუპანტების დასახმარებლად მიდიოდნენ.
კომენტარები