• რეკლამა
  • კონტაქტი
02:20, ორშაბათი, 24 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინის სისხლით ევროკავშირში “შესრიალების” მოლოდინი არა მხოლოდ ამორალურია, არამედ პრაგმატულად სრულიად მცდარი” – ჯაბა დევდარიანი

ალია ავტორი - ალია
00:31 04-27-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
725
გამოცემა civil.ge-ს დამფუძნებელი ჯაბა დევდარიანი:
“დღეს რამშტეინის ბაზაზე გერმანიაში 40-მდე ქვეყანა შეიყარა და უკრაინისთვის 5 მილიარდ დოლარამდე სამხედრო დახმარების მიწოდების პირობა დადეს. საუბარი იმაზე კი არაა მხოლოდ, რომ უკრაინამ თავი დაიცვას, არამედ იმაზე, რომ აგრესიული რუსეთი დაამარცხოს და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტი გახდეს რეგიონში.
მნიშვნელოვანია ჩვენთვის დავფიქრდეთ, რატომ ენდო კოლექტიური დასავლეთი უკრაინას. ეს თავისთავად ცხადი სულაც არ ყოფილა. უკრაინას ომის წინ ბევრს აკრიტიკებდნენ, ბევრ რამეში – სამართლიანადაც – კორუფცია, სასამართლოს ვითარება, ოლიგარქების გავლენა, გაჭედილი რეფორმები… მაგრამ ომის დროს ქვეყნის ქცევამ უფრო ღრმა ღირებულებები გამოაჩინა.
ევროპა ენდო უკრაინას, ენდო იმიტომ, რომ მასში დაინახა საკუთარი თავი – თავისუფლების მოყვარე, პიროვნული ღირსების მქონე, მოქალაქეების სოლიდარობაზე დამყარებული, დემოკრატიული არჩევნებით მოსული ხელისუფლების პატრონი და დემოკრატიული მემკვიდრეობითობის პატივის მცემი.
ევროკავშირში ქვეყნის მიღებაზე როცა დადგება საქმე, ამას უნდა დაეთანხმოს ყველა წევრის პარლამენტი (მმართველიც და ოპოზიციაც) და ზოგან რეფერენდუმიცაა საჭირო. ვერანაირი “კითხვარების შევსება” და ვერც ბრიუსელის ევროკრატების აზრი ვერ გადასძალავს საზოგადოებებში იმის ღრმად გამჯდარ შეგნებას, ესა თუ ეს ქვეყანა “მათიანია”, “მათნაირია” თუ არა.
ეს ჩვენი ყოველდღიური შინაური იწილო-ბიწილო მომაბეზრებელია და ზოგჯერ სახალისოც, და ეგებ ჩვენი ირონია ევროპული ღირებულებების მიმართ ზოგჯერ გამართლებულია, მაგრამ გინდ ახტი, გინდ დახტი, ამ ღირებულებებს ან აღიარებ და შეესაბამები საკუთარი არსით და მიდრეკილებით, ან არა.
უკრაინის სისხლით ევროკავშირში “შესრიალების” მოლოდინი არა მხოლოდ ამორალურია, არამედ პრაგმატულად სრულიად მცდარი მოლოდინია. სულელი არავინ არ არის.”
თეგები: რუსეთ-უკრაინის ომიჯაბა დევდარიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს
ახალი ამბები

“150–ლარიან დახმარებაზე როგორ თქვით უარი, როცა ვერ ძღებით” – სამი შვილის დედა, სოციალურად დაუცველი, ავადმყოფი დედით, 150 ლარიან ერთჯერად დახმარებას ითხოვს

17:41 11-21-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?
ახალი ამბები

რომელი რეჟიმით უნდა ამუშაო გათბობის ქვაბი?

18:31 11-21-2025
Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე
ახალი ამბები

Luca Polare-ს შეთავაზება ახალ თიბისი ბარათსა და მოსწავლის ბარათზე

11:30 11-21-2025
ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025
ახალი ამბები

ავერსის კლინიკის მიერ ორგანიზებული რადიოქირურგიული სიმპოზიუმი 2025

08:00 11-21-2025
თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით და გაყიდვების ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში, ბიზნესგამოფენა გაიმართება

15:16 11-20-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved