უკრაინის თავდაცვის ძალებმა დონეცკის ოლქში კიდევ ერთი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი იტყობინება.
გენშტაბის ინფორმაციით, გათავისუფლებულია სოფელი ზარეჩნოე, სადაც უკვე უკრაინული დროშა ფრიალებს.
„425-ე ცალკეული საშტურმო პოლკის „სკალა“-ს ძალებით, სოფელი ზარეჩნოე დონეცკის ოლქში სრულად გადავიდა უკრაინული ძალების კონტროლქვეშ“, – ნათქვამია განცხადებაში.
გენშტაბმა ასევე გაავრცელა ვიდეოკადრები, სადაც ჩანან უკრაინელი მებრძოლები ნახევრადდანგრეული შენობის ფონზე, ხელში აღმართული უკრაინის დროშით.
კომენტარები