• რეკლამა
  • კონტაქტი
12:37, პარასკევი, 26 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინის მოქალაქის სკანდალური ინტერვიუ – ვინ ატარებს გამოკითხვებს საქართველოს აეროპორტებში?

ალია ავტორი - ალია
21:47 05-30-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,830

“მთავარ არხთან” უკრაინის მოქალაქე, რომელიც საქართველოში დღეს, 30 მაისს ჩამოფრინდა და რომელმაც უსაფრთხოების მიზნით ვინაობის გამხელა არ ისურვა, აეროპორტში ნანახს ყვება. მისი თქმით, ყველა, ვისაც უკრაინული პასპორტი ჰქონდა, გამოსაკითხად გაჰყავდათ და რუსეთის შესახებ კითხვებს უსვამდნენ.

“გაგვიყვანეს ოთახში, სადაც ქალი და კაცი ისხდნენ, გამოგვართვეს პასპორტები და გვითხრეს დაიცადეთო, შემდეგ სათითაოდ გვიძახებდნენ. ის კაცი, რომელიც იქ იჯდა, ჩემი აზრით, ზედმეტად ქერა იყო იმისთვის, რომ ქართველი ყოფილიყო და სხვადასხვა შეკითხვებს უსვამდა ბიჭებს. ეკითხბოდა როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ რუსეთთან, თვლიდნენ თუ არა რომ ეს იყო ომი და არა სპეციალური სამხედრო ოპერაცია და ა. შ. მოკლედ, ყველანაირად ცდილობდნენ, რომ გაეგოთ რუსეთს მხარს უჭერდნენ თუ არა. ჩემი იქ ყოფნის დროს ერთმა ბიჭმა უთხრა, რომ ის არ უჭერდა მხარს რუსეთს და ქვეყანაში არ შემოუშვეს, მეორემ კი თქვა, რომ ხერსონის ოკუპირებული ტერიტორიიდან იყო და მასაც იგივე ბედი ეწია.

მე მკითხეს, როგორი დამოკიდებულება მქონდა რუსეთთან, ვიყავი თუ არა ომში და ა. შ. საქართველოზეც მკითხეს, რა დამოკიდებულება მქონდა აქ მიმდინარე მოვლენებთან, მაგრამ ძირითადად რუსეთზე მეკითხებოდნენ. ამავე დროს, ადამიანები რუსული პასპორტით უპრობლემოდ შემოდიოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, მათ არაფერს ეკითხებოდნენ. ყველაზე –  ძალიან ის მაკვირვებდა, ადამიანი რომელიც შეკითხვებს მისვამდა არ გავდა ქართველს, უფრო რუსს გავდა და ქართულიც არ იცოდა”- ამბობს უკრაინის მოქალაქე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved