უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ადასტურებს, რომ ქვეყნის საზღვაო ძალებმა უკრაინული “ნეპტუნის” რაკეტებით შეუტიეს ნავთობტერმინალებს და საბორნე გადასასვლელს რუსეთის კრასნოდარის მხარეში.
დარტყმა იყო პორტ “კავკაზის” ნავთობის ტერმინალზე, საბორნე გადასასვლელზე, ასევე ამავე მხარეში დრონებით თავდასხმა იყო კიდევ ერთ ნავთობტერმინალზე.
კრასნოდარის ოლქის გუბერნატორმა განაცხადა, რომ უკრაინული თვითმფრინავები თავს დაესხნენ ნავთობის საცავს რეგიონის თემრიუკის რაიონში. მისი თქმით, შედეგად სამ ტანკს ცეცხლი გაუჩნდა და ბაზის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები.
კომენტარები