• რეკლამა
  • კონტაქტი
21:43, ოთხშაბათი, 4 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინიდან გატაცებული ბავშვები – დუმის დეპუტატმა 10 თვის უკრაინელი გოგონა უკანონოდ წაიყვანა და ვინაობა შეუცვალა

ალია ავტორი - ალია
18:06 11-23-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
6,758

რუსეთის დუმის ფრაქცია “სამართლიანი რუსეთის” ხელმძღვანელმა სერგეი მირონოვმა და მისმა ახალმა ცოლმა, ინა ვარლამოვამ უკრაინიდან გოგონა წაიყვანეს, მათივე მტკიცებით, უკანონოდ, ვინაობა შეუცვალეს და მის მშობლებად დარეგისტრირდნენ  – ინფორმაციას გამოცემა “მნიშვნელოვანი ისტორიები”  (რუსეთში არასასურველ ორგანიზაციად აღიარებული) ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 70 წლის დეპუტატისა და მისი 55 წლის ცოლის ქმედებები სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ, შეიძლება კლასიფიცირდეს როგორც ომის დანაშაული და გენოციდი.

ჟუნალისტურმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2022 წლის აგვისტოს ბოლოს, ინა ვარლამოვა, რომელიც ოფიციალურად არ არის დაქორწინებული მირონოვზე, ოკუპირებული ხერსონის რეგიონში ბავშვთა სახლს ეწვია. მას თან ახლდა მირონოვის კოლეგა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროდან იანა ლანტრატოვა. მათ ხერსონიდან მოსკოვში წაიყვანეს ორი ბავშვი – 10 თვის მარგარიტა პროკოპენკო და ორი წლის ილია ვაშჩენკო.

გამოცემის ინფორმაციით, ჩვილს იმ პერიოდში  ხერსონის ბავშვთა საავადმყოფოში ბრონქიტზე მკურნალობდნენ, თუმცა რუსების დანიშნულმა ბავშვთა სახლის უფროსმა, გოგონას საავადმყოფოდან გაწერის დაჩქარება მოითხოვა.

გასული წლის დეკემბერში მირონოვმა და მისმა ცოლმა ბავშვს შეუცვალეს დაბადების მოწმობა, დაარეგსტრირეს როგორც რუსეთში დაბადებული, შეუცვალეს სახელიც და “მარინა მირონოვა” დაარქვეს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, 10 თვის ბავშვი ბიოლოგიურ დედას მიტოვებული ჰყავდა, მამა კი გარდაცვლილია, თუმცა ბავშვს ჰყავს ახლო ნათესავები.

გამოცემამ არაფერი იცის ბავშვთა სახლიდან წაყვანილ მეორე მცირეწლოვანზე – ილია ვაშჩენკოზე, გარდა იმისა, რომ 2023 წლის სექტემბერში რუსეთში მას დაბადების ახალი მოწმობა გაუკეთეს.

წყარო – მთავარი არხი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved