გავრცელდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ახალი ვიდეომიმართვა, სადაც ყველაზე ცხელ საბრძოლო წერტილებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. მისი თქმით, უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქზე კონტროლს იბრუნებენ, დონბასში კი მტრის შეტევას წარმატებით იგერიებენ.
“ჩვენი სახელმწიფოს ჩრდილოეთ რეგიონები უკვე გათავისუფლებულია. ხარკოვის ოლქს ვიბრუნებთ, ჩვენი ქვეყნის მცველები დონბასში მტრის ყველაზე სასოწარკვეთილ ძალიესხმევას უწევენ წინააღმდეგობას”.
ზელენსკის თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ქვეყნის სამხრეთითაც იგერიებენ მტრის შემოტევებს.
კომენტარები