• რეკლამა
  • კონტაქტი
01:57, ხუთშაბათი, 16 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელი სამხედრო, რომელსაც რუსმა ჯარისკაცებმა ყელი გამოჭრეს და ცოცხლად დამარხეს, – გადარჩა

ალია ავტორი - ალია
01:30 08-27-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
346

უკრაინული მედია Suspilne ავრცელებს ინფორმაციას, რომ უკრაინის ეროვნული გვარდიის 33 წლის სამხედრო, სახელად ვლადისლავი, გადარჩა მას შემდეგ, რაც რუსულმა ძალებმა ყელი გამოჭრეს და ორმოში ჩააგდეს, რადგან ეგონათ, რომ მკვდარი იყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ვლადისლავმა ორმოდან ამოსვლა შეძლო და ხუთი დღის განმავლობაში ცოცვა-ცოცვით უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიამდე მიაღწია. 17 აგვისტოს იგი დნიპროპეტროვსკის ოლქის საავადმყოფოში გადაიყვანეს მძიმე მდგომარეობაში. ამ დროისთვის მას დიდი ოდენობის სისხლი ჰქონდა დაკარგული.

სამედიცინო პერსონალის თქმით, ომის განმავლობაში მსგავსი სახის ჭრილობებზე მუშაობა მათ პირველად მოუწიათ. “როდესაც ვინმეს ყელს ჭრიან და ის სისხლისგან იცლება, გადარჩენის მცირე შანსია. ის [ვლადისლავი] ბოლომდე იბრძოდა, მაგრამ რაც მას გამოარჩევს არის ის, რომ ბოლომდე დარწმუნებული იყო, ყველაფერი კარგად იქნებოდა.” – განაცხადა საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, სერჰიი რიჟენკომ.

უკრაინული მედიის ცნობით, ვლადისლავს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა ამჟამად მას ლაპარაკი არ შეუძლია. მან თავისი გადარჩენის ამბავი დღიურში დაწერა.

ვლადისლავის მიხედვით, რამდენიმე კვირის წინ მისმა ბრიგადამ პოკროვსკის სიახლოვეს პოზიციებზე კონტროლი დაკარგა, ხოლო როცა თანამებრძოლების დახმარებას ცდილობდა, რუსმა სამხედროებმა ის ტყვედ აიყვანეს.

ამასთან, ვლადისლავი წერს, რომ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად ტყვედ აყვანილ უკრაინელ ჯარისკაცებს თვალები ამოთხარეს, ხოლო ტუჩები, სასქესო ორგანოები, ყურები და ცხვირები მოაჭრეს. ვლადისლავი რუსი სამხედროების მიერ ორმოში ჩაყრილ ბოლო რვა უკრაინელს შორის იყო, რომლებზეც ეგონათ, რომ ყველა მათგანი მკვდარი იყო

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025

ბიზნესი

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები

13:48 10-15-2025
თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო შოპინგის მოყვარულთათვის- ისარგებლეთ, 30%-იანი ფასდაკლებით Trendyol-ზე

18:35 10-13-2025
თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები სტუდენტებისთვის

17:25 10-10-2025
თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის
ახალი ამბები

თიბისის განსაკუთრებული შეთავაზებები მოსწავლეებისთვის

18:00 10-09-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved