• რეკლამა
  • კონტაქტი
14:07, ორშაბათი, 1 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა

ალია ავტორი - ალია
14:26 03-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
137

უკრაინელი ხალხის მშვიდობისთვის დღეს დღეს საქართველოს ყველა მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძარში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით სამშვიდობო პარაკლისი ჩატარდა. ასევე, უკრაინაში გარდაცვლილი ადამიანებისთვის სასულიერო პირებმა პანაშვიდი გადაიხადეს.

სამების საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურება პატრიარქის მოსაყდრე მეუფე შიომ წმინდა სინოდის წევრებთან ერთად აღავლინა.

”დღეს არ შეგვიძლია არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები, კიეველი ღირსი მამებიარიან მთავარი მფარველები უკრაინის და როგორც არავინ, მათ იციან უკრაინის წარსული, აწმყო და მომავალი, რა არის უკეთესი ამ ქვეყნის სულიერი გადარჩენისთვის, მომავლისთვის. მისმა უწმინდესობამ რამდენიმე დღის წინ გააკეთა განცხადება  უკრაინის მოვლენებთანდაკავშირებით და აღნიშნა დიდი მწუხარებით, რომ რუსეთის მიერ წარმოებული საომარიმოქმედება კვლავაც გრძელდება, ამ ომს ეწირება ათასობით ადამიანი, მათ შორისმშვიდობიანი მოსახლეობა არიან ქართველებიც მათ შორის. მისმა უმწიდესობამ მოგვიწოდაყველას, რომ დღეს ჩავატაროთ სამშვიდობო პარაკლისი უკრაინაში მშვიდობისდამყარებისთვის. ასევე, პანაშვიდი იმისთვის, რომ მოვიხსენიოთ უკრაინაში დაღუპულიადამიანები. ვილოცოთ ერთად და შევავედროთ უკრაინა, რათა მშვიდობა დამყარდეს, გადარჩეს და ეს ტრაგიკული მოვლენები ისე დასრულდეს, როგორც ამ დიდ მამებს სურთ. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმროთ ომში დაღუპულთა ოჯახებს და შევავედროთ კიევისღირს მამებს, რომ დაამშვიდონ უკრაინა, დაამშვიდონ საქართველო და მთელი მსოფლიო”, – განაცხადა მეუფე შიომ.

პარაკლისს სამების საკათედრო ტაძარში დაესწრნენ უკრაინის საელჩოს წარმომადგენლები. მათ შორის იყო იგორ დოლგოვოც, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

პარალელურად, საპატრიარქო აგრძელებს უკრაინაში გასაგზავნი ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვებას. საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მოხერხდა 30 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება, ნაწილი უკვე გადაიგზავნა უკრაინაში და ნაწილის გადაგზავნა მომდევნო დღეების განმავლობაში იგეგმება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026

ბიზნესი

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო
ახალი ამბები

„არის ერთი ნიუანსი“ – თიბისის და ნიკო ნერგაძის YouTube პოდკასტის ახალი სეზონი დაიწყო

13:56 06-01-2026
ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”
ახალი ამბები

ბავშვთა სამყარო “ვიშლისთისგან”

13:50 06-01-2026
საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ
ახალი ამბები

საქართველოში #1 დეველოპერი „არქი“ და პირველი საერთაშორისო დეველოპერი საქართველოდან NEXT-ი, Swissôtel Kobuleti Beach Resort-ს ააშენებენ

11:59 06-01-2026
ვიდეო – “გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს” – “ავერსი”
ახალი ამბები

ვიდეო – “გვინდა, რომ მათ ცხოვრებაში ყოველი დღე მხოლოდ მშვიდობიანი, ფერადი და ბედნიერი იყოს” – “ავერსი”

10:23 06-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved