• რეკლამა
  • კონტაქტი
08:27, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინელი კაცი, რომელმაც ზელენსკი გააოცა, რუსული ბომბები NATO-ს საზღვრიდან 20 კილომეტრში, იერიში ეკლესიაზე… – ომის მე-18 დღე

ალია ავტორი - ალია
04:13 03-14-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
304

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში თქვა:

“გაუტეხელი ქვეყნის თავისუფალო ერო! დღეს ჩვენი თავისუფლებისა და გადარჩენის ომის მე-18 დღეა.

დღე საშინლად დაიწყო. რუსულმა ავიაციამ და რაკეტებმა ჩვენი ქალაქების დაბომბვა აღმოსავლეთ უკრაინიდან დასავლეთის ჩათვლით განაახლეს. ლვოვში მათ 30 რაკეტა ჩამოაგდეს. საერთაშორისო მოხალისეების ცენტრის აფეთქებას 35 ადამიანი ემსხვერპლა, 134-მა კი მძიმე დაზიანებები მიიღო. ამ პოლოგონზე არ მიმდინარეობდა პროცესები, რომლებსაც რუსეთის ფედერაციისთვის რაიმე საფრთხის შექმნა შეეძლო. ინციდენტის ადგილიდან NATO-ს საზღვრებამდე მხოლოდ 20 კილომეტრია. 

გასულ წელს, NATO-ს ლიდერები მკაცრად გავაფრთხილე, რომ თუ რუსეთის წინააღმდეგ პრევენციულ ზომებსა და სანქციებს არ მიიღებდნენ, ის ომის გზას აირჩევდა. მართლები აღმოვჩნდით! დიდხანს ვსაუბრობდი ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის პროექტზეც, რომელიც ევროპას დიდ დარტყმას მიაყენებდა. აქაც მართლები აღმოვჩნდით! ახლა ისევ გაგიმეორებთ – უკრაინის ცის არჩაკეტვა ნიშნავს, რომ რუსული რაკეტები თქვენს ტერიტორიაზეც, NATO-მოქალაქეების სახლებს დაეცემა. ეს მხოლოდ დროის საკითხია!

დღეს კიევის ოლქში ამერიკელი ჟურნალისტი ბრედ რენო მოკლეს, მისი კოლეგა დაიჭრა. ეს რუსი ოკუპანტების მიზანმიმართული თავდასხმა იყო. რუსებმა იცოდნენ, რას აკეთებდნენ ჟურნალისტები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ რუსების ქმედებები დასავლეთშიც იციან.

აღმოსავლეთით, რუსმა ოკუპანტებმა სვიატოგორსკის ლავრის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია გადაწყვიტეს. ეს უკრაინული მართლმადიდებლური ეკლესია იყო, რომელიც ადრე მოსკოვის საპატრიარქოს ეკუთვნოდა. თავდასხმისას მონასტრის ტერიტორიაზე მხოლოდ მონაზვნები და ასეულობით იძულებით გადაადგილებული პირი იმყოფებოდა. არცერთი სამხედრო რაზმი ან ჯარისკაცი იქ არ ყოფილა. მაგრამ რუსი ოკუპანტები არც მონასტრების განადგურებას ერიდებიან. ეს აჩვენებს, რომ რუსების იდეოლოგია სიცრუის ტირაჟირებაა. 

დღეს მოვინახულე ის ჯარისკაცები, რომლებიც ბრძოლაში დაიჭრნენ და სამხედრო ჰოსპიტლებში გადაიყვანეს. ისინი გმირების ორდენებით დავაჯილდოვე! უკვე 18 დღეა, ამავე ჰოსპიტალში რუსი სამხედრო ტყვეებიც მკურნალობენ. ისინი უკრაინელ ჯარისკაცებთან ერთად, ერთ პალატაში არიან. მათაც ისევე მკურნალობენ, როგორც უკრაინელებს. უკრაინელი ექიმები ადამიანები არიან და არა მხეცები და ეს ომი ისე უნდა დავასრულოთ, რომ ბოლომდე ადამიანებად დავრჩეთ. 

საავადმყოფოს გზაზე ერთ მოქალაქეს შევხვდი, რომელიც ქუჩაში ბორშს და სხვადასხვა საკვებს ამზადებს და ადგილობრივებსა და ჯარისკაცებს უმასპინძლდება. ის ნამდვილი უკრაინელია, თავისი იუმორით, გულახდილი ადამიანი. ასწლეულებია, ჩვენი სახელმწიფო ასეთ ადამიანებზე დგას. მათი დახმარებით ნებისმიერ უბედურებას გადავლახავთ.

მნიშვნელოვანი საერთაშორისო საუბრები გავმართეთ ბულგარეთთან, პოლონეთთან, დიდ ბრიტანეთთან და სლოვაკეთთან. ჩვენი მეგობრებისგან სრულ მხარდაჭერას ვგრძნობთ. ისინი ჩვენც და ჩვენს არმიასაც მხარდაჭერას უცხადებენ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. დღეს შარლ მიშელსაც ვესაუბრე.

ახლა რაც შეეხება მოლაპარაკებებს რუსეთის ფედერაციასთან – ჩვენი დელეგაციის წევრებს აქვთ კონკრეტული დავალება და ეს პრეზიდენტების შეხვედრის ორგანიზებაა. ეს იქნება შეხვედრა, რომელსაც, დარწმუნებული ვარ, თითოეული ჩვენგანი ელოდება. მესმის, რომ ეს რთული გზაა, მაგრამ აუცილებელია.

მოლაპარაკებებზე უნდა მივიღოთ გარანტიები, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც ბუდაპეშტში იყო და ისეთი, როგორიც ჩვენი ქვეყნის ცის ჩაკეტვის საკითხია. მიღებულ შედეგებზე უკრაინელებს უნდა შეეძლოთ იმის თქმა, რომ ეს მუშაობს და გარანტიებიც ნამდვილია.

მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ჰუმანიტარულმა დერეფანმა. უსაფრთხო ადგილებზე უკვე 130 ათასზე მეტი მოქალაქე გადავიყვანეთ. სამწუხაროდ, მარიუპოლში ოკუპანტებმა ეს დერეფანი ისევ ჩაკეტეს. გავაკეთეთ ყველაფერი, დავიცავით სიჩუმის რეჟიმის შეთანხმება, თუმცა რუსებმა ისევ დაარღვიეს და ჰუმანიტარულ ტვირთზე შეტევა მიიტანეს, მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ვეცდებით მარიუპოლის მცხოვრებლებისთვის ამ ტვირთის გაგზავნას და ვიდრე შედეგს არ მივაღწევთ, არ გავჩერდებით. იქ მცხოვრები თითოეული ადამიანი უკრაინელი და უკრაინის მოქალაქეა.

ჩემო ძვირფასო უკრაინელებო, ქვეყნის ისტორიისთვის ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ. ბრძოლაში ვიცავთ ჩვენთვის ყველაზე ძვირფასს – სამშობლოს. ვალდებულები ვართ, მოვითმინოთ, ვიბრძოლოთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ. ვიცი და დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვების დღე დადგება.

დიდება უკრაინას!”

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკირუსეთ-უკრაინის ომი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved