• რეკლამა
  • კონტაქტი
15:57, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინელებს თქვენი თანაგრძნობა მაგრამ ბევრს არას არგებს…” – ზურაბ ხაჩიძე

ალია ავტორი - ალია
16:13 12-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
682
მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე:
“ჩემი მოკრძალებული და გულწრფელი რჩევა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც უკრაინაში, ომში წასვლის სურვილს გამოხატავენ:
თქვენი მოქმედება ორ ცეცხლ შუა გვაყენებს. ერთის მხრივ თქვენი ყოვლად პატიოსანი გულისძგერა თვალწინ გვიდგას, საქვეყნო, ბრწყინვალე და დიდებული გულისძგერა, რომლის წინაშე აღტაცებით და სასოებით მუხლი უნდა მოიდრიკოს ყველა პატრიოტმა კაცმა… მეორე მხრივ, განსაცდელი და საფრთხე დიდია. განა საფიქრებელი არ არის, რომ თქვენი, და შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ბედი, ამ საფრთხესა და განსაცდელში არ ჩავარდეს! უკრაინელებს თქვენი თანაგრძნობა და დახმარება, რა თქმა უნდა, ეამებათ, მაგრამ ბევრს არას არგებს… რა ვქნათ? ბედმა ამისთანა დღეში ჩაგვაგდო, რომ ჩვენი სიკეთისგან სხვისთვის ვერავის გავწირავთ, ყოველივე ჩვენი კეთილი ჩვენს ქვეყანას უნდა მოვახმაროთ და ამისათვის ყველა სხვა წყურვილი უნდა მოვიკლათ…
ისწავლეთ, თქვენ-თქვენი საქმე აკეთეთ, ცოდნა შეიძინეთ… მხოლოდ ამას შეალიეთ თქვენი დღეები და ამ ორი უძლიერესი იარაღით მოდით და დაეპატრონეთ თქვენს ქვეყანას, რომელსაც ჯერ სხვა სავედრებელი თქვენს წინაშე არ აქვს და რომელიც ამ გზით მოელის თქვენგან ხსნას და ბედნიერებას. ქვეყანა იმითი კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმითი, რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულ-განათლებული ბევრი ადამიანი არ ყავს. კარგად გამიგეთ, თქვენი თავი ძალიან ძვირად გვიღირს და სიძუნწეში ნურავინ ჩამოგვართმევს, რომ სხვისთვის არც ერთი თქვენგანის თმის ბეწვსაც ვერ ვიმეტებთ: თქვენ თქვენი ქვეყნისათვის ხართ საჭირონი.
უთქვენობა ძვირად რომ არ უჯდებოდეს ქვეყანას, არ ამოგიფრთხობდით გულიდან მაგ პატიოსან გულისთქმას. განსაცდელის შიში აქ საბუთია და სამართლიანი… ეს არის ჩემი რჩევა, თქვენი ქვეყნის შვილის რჩევა!”
თეგები: ზურა ხაჩიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:46 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved