• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინელებმა დაიწყეს ბელარუსის საზღვრის გამაგრება” – კობერიძე

ალია ავტორი - ალია
00:25 11-12-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
180

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:

 

“11 ნოემბრის შეჯამება უკრაინაში:

– 2 მარტიდან 11 ნოემბრამდე – ხერსონის ოკუპაციის თარიღია.

– მას შემდეგ რაც რუსებმა დატოვეს ქალაქი ხერსონი ანტონოვის ხიდის ნარჩენი გადასასვლელი გაანადგურეს. ეს ინდიკატორია რუსები ხერსონის მიმართულებით დეკლარირების დონეზეც კი აღარ აპირებენ არანაირი სახის კამპანიის წარმართვას და ახლა მხოლოდ შეკავებაზე არიან ორიენტირებული.

– რუსებმა გაანადგურეს ელექტრომომარაგების ხაზები და ცენტრები, რის შედეგადაც ხერსონს დენი არ მიეწოდება.

– ხერსონის გათავისუფლებას ბევრი რუსი ტყვის ჩავარდნა არ მოჰყოლია. რა თქმა უნდა არიან ათეულობით ტყვეები, მაგრამ მათი უმრავლესობა ის ადამიანია, რომლებიც წინა ხაზზე დატოვეს მაშინ, როდესაც უკან მყოფები გაიქცნენ. სამაგიეროდ, სავარაუდოდ, დიდი რაოდენობით იქნება ის მძიმე ტექნიკა და არტილერიის ნაწილი მოპოვებული, რომლის გატანაც ადვილად და დაჩქარებულად ვერ მოხდებოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი შემორჩენილი იარაღის საწყობებია, რომლითაც უკრაინული დანაკლისის შევსება მოხდება.

– ხერსონში მოსახლეობა გარკვეული რაოდენობით კიდევაა შემორჩენილი. მოქალაქეების მნიშვნელოვანი რაოდენობა თებერვალში გაიხიზნა ქალაქიდან ხოლო მეორე ნაწილი ახლახან რუსების იძულებითი ევაკუაციის ფონზე აღმოჩნდა ქალაქს მოწყვეტილი.

– ახლა უკრაინელები რამდენიმე დღეში პოლიციასთან ერთად სრულიად გაწმენდენ ხერსონის რაიონს და აღადგენენ სამართლებრივ წესრიგს. ამის შემდგომ სავარაუდოა, რომ რუსული პოზიციების დამუშავება დაიწყება როგორც ნოვა კახოვკას ისე მდინარე დნეპრის აღმოსავლეთ სანაპიროზე გადაყვანილი რუსული ნაწილების მიმართულებით. შესაძლოა ინტენსივობამ იმატოს ზაპორიჟიას რაიონშიც.

– უკრაინელებმა დაიწყეს ბელარუსის საზღვრის გამაგრება. რეალურად, თითოეული ასეთი ოპერაცია მინიშნებაა იმ ფაქტზე, რომ თუკი ბელარუსიდან რაიმე აგრესიული აქტივობა იქნება უკრაინის წინააღმდეგ უკრაინელები მომზადებულები და გამაგრებულები დახვდებიან მათ.”

თეგები: გიორგი კობერიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved