რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში 41 ბავშვი მოკლეს, 76 კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა ავრცელებს.
მისივე ცნობით, რუსეთის სამხედრო ძალებმა ხარკოვში 30-მდე სკოლას, 27 საბავშვო ბაღს, 5 უმაღლეს სასწავლებელსა და ბავშვთა სკოლა-ინტერნატს შეუტიეს.
“რუსეთის საოკუპაციო ძალების ქმედებები პირდაპირ არღვევს ჰააგის და ჟენევის კონვენციებს. მივმართოთ საერთაშორისო საზოგადოებას და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მიიღონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის სამხედრო თავდასხმის შესაჩერებლად. დაჟინებით მოვითხოვ, NATO-ს ქვეყნებისგან, ჩაკეტეთ ცა!” – წერს დენისოვა.
კომენტარები