• რეკლამა
  • კონტაქტი
07:58, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაში შემდგომი თვეები ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იქნება” – გიორგი კობერიძე

ალია ავტორი - ალია
14:00 11-21-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
202
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
უკრაინაში შემდგომი თვეები ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი იქნება. რუსეთმა იცის, რომ მომავალი ზამთარი და აშშ-ში შიდა დაპირისპირება და უკრაინასთან მიმართებით გაურკვევლობა უნდა გამოიყენოს. პუტინის გუშინდელი განცხადება რომ ამ ომის ყველა მიზანი უნდა შესრულდეს, კაპიტულაციის გარეშე რთულად იქნება მიღწეული. კაპიტულაციის მცდელობა კი ომში რესურსების ტოტალურ მობილიზებასა და მოწინააღმდეგის ცოცხალი ძალისა და ინფრასტრუქტურის ტოტალურ განადგურებასა და იძულებაზე გადის.
უკრაინამ იცის, რომ ეს მისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის ომია. მას დასაკარგი ყველაფერი აქვს.
ევროპამ იცის, რომ გამარჯვებული რუსეთი ომებს კი არ შეწყვეტს არამედ ახალ ომებსა და კონფლიქტებს წააქეზებს ევროპის შიგნით, თავად კი ჰიბრიდული სამხედრო კამპანიებით იქნება დაკავებული და ახლო სამეზობლოს თანდათანობით შეწოვასაც დაიწყებს თავისი ულტიმატუმებითა და მუქარებით. მათ შორის ვიქნებით ჩვენც. ამიტომ ახლა ევროპა ნამდვილად ვერ და არ გადმოვა უკრაინის მხარდამჭერი ნავიდან.
გამარჯვებული რუსეთის შემხედვარე როგორ მოიქცევა ბევრად გაძლიერებული ჩინეთი სამეზობლოს სადაო ტერიტოტირებზე, თავად განსაჯეთ.
რუსეთმა ერთ მიზანს უკვე ნაწილობრივ მიაღწია ამ ომში – არსებული საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგი თითქმის აღარ არსებობს (ან ზოგან არსებობს და ზოგან არა) და ეს ტრამპის სამშვიდობო გეგმის წინადადებაში გამოიხატა. როცა შეგიძლია დამპყრობელს შესთავაზო და გაუფორმო დაპყრობა და ხალხის მასობრივი განადგურება და მსხვერპლს დაუწესო შეზღუდვები, ესე იგი ლიდერის პოზიციებსაც თმობ და შენივე ხელით შექმნილ საერთაშორისო წესრიგსაც უარყოფ. საბედნიეროდ დასავლეთი ერთ სვეტზე არ დგას მხოლოდ, მაგრამ პროცესი საკმაოდ ცუდია. არც ის უნდა გაგვიკვირდეს, ხვალ ტრამპი რომ გამოვიდეს და თქვას – უკრაინას ისევ ვუჭერ მხარსო (მისი არაპროგნოზირებადობიდან გამომდინარე). მაგრამ მთავარი არა სიტყვები, არამედ შედეგია: საერთაშორისო მშვიდობა რუსეთის დამარცხების ან მისი იძულების გარეშე უბრალოდ ვერ მიიღწევა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved