• რეკლამა
  • კონტაქტი
04:25, შაბათი, 14 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე ვარ მოწვეული!” – რას წერს ნუცა ბუზალაძე

ალია ავტორი - ალია
21:09 06-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,415

მომღერალი ნუცა ბუზალაძე მოსკოვში ვიზიტის შემდეგ მიმართვას ავრცელებს.

„მეგობრებო და ჩემო გულშემატკივრებო, დღეს, მე თქვენ ძალიან დაგწყვიტეთ გული და თავს ვალდებულად ვთვლი აგიხსნათ ყველაფერი, რადგან მე ეს ძალიან მაწუხებს. ძალიან გავიცდი. ახლა ვეცდები აზრებს თავი მოვუყარო და გითხრათ ჩემი სათქმელი.

რუსეთი არ წარმოადგენს იმ ბაზარს, სადაც აწმყოში თუ მომავალში ვისურვებდი ჩემი კარიერის გაგრძელებას. მრავალი შემოთავაზების მიუხედავად, ყველა პროექტზე თუ კორპორატიულ შემოთავაზებაზე უარი მაქვს ნათქვამი. ჩემი ეს გადაწყვეტილება აბსოლუტურად მტკიცე და გააზრებულია. ჩემი რუსეთში ან/და რუსებისთვის სიმღერა არც კი განიხილება… უფრო მეტიც, მიწვეული ვარ უკრაინაში საქველმოქმედო კონცერტზე. სწორედ ამ კონცერტზე, კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ ჩემს აზრს – რუსეთი ოკუპანტია! ამას ვაჟღერებ ყველგან და ყოველთვის.

თუმცა, რუსეთში მყავს ბევრი ქართველი მეგობარი… გუშინ, სწორედ ჩემი ძალიან ახლო მეგობრის დაბადების დღე იყო (ის ჩემთვის ოჯახის წევრივით არის). რუსეთში მცხოვრებმა ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ კომერციულ წინადადებებს არც კი განვიხილავ. დაბადების დღეზე ვიყავი მიწვეული სტუმრის რანგში. საღამოს დასასრულს მთხოვეს მემღერა, რაზეც რა თქმა უნდა, ჩემს საუკეთესო მეგობარს მისსავე დაბადების დღეზე უარი ვერ და არ ვუთხარი.

ვიაზრებ, რომ მთავარი შეცდომა ალბათ ამ სიტუაციაში ჩემი რუსეთში ჩასვლა იყო და არა ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობრის დაბადების დღეზე დასწრება… არც კი მიფიქრია ამ ყველაფერს თუ ეს შედეგი მოჰყვებოდა…ვიაზრებ ჩემს პასუხისმგებლობას და გული მტკივა, რომ იმ ადამიანებს, რომლებიც ყოველთვის ყველაზე მეტად გვერდში მიდგანან გული დავწყვიტე და ამისთვის ბოდიში მინდა მოვუხადო ყველას…“

 

რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

თეგები: ნუცა ბუზალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო

17:30 02-13-2026
თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved