• რეკლამა
  • კონტაქტი
12:13, ოთხშაბათი, 22 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

რას ჰყვება ხვიჩა მაღლაკელიძე მოსკოვურ წვეულებაზე, რომელსაც პავლიაშვილთან ერთად, ნუცა ბუზალაძე, დათო ხუჯაძე და სხვა ქართველები ესწრებოდნენ

ალია ავტორი - ალია
15:36 06-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,308

რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ მოს­კოვ­ში ქარ­თველ­მა მომ­ღერ­ლებ­მა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში იმ­ღე­რეს. ვი­დე­ო­ე­ბის ავ­ტო­რი ვინ­მე ეკა­ტე­რი­ნე სტე­ფა­ნო­ვა გახ­ლავთ. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი, სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­თან ერ­თად, “სამ­შობ­ლოს” მღე­რი­ან: ნუცა ბუ­ზა­ლა­ძე, დათო ხუ­ჯა­ძე, ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე და მიშო სუ­ლუ­ხია.

“მად­ლო­ბა, რომ ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ქარ­თუ­ლად ვმღე­რით! ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად იქ­ნე­ბა. ჩვენ ვი­მარ­ჯვებ­დით, ვი­მარ­ჯვებთ და გა­ვი­მარ­ჯვებთ ყო­ველ­თვის”, – რუ­სულ ენა­ზე ასე მი­მარ­თა პავ­ლი­აშ­ვილ­მა შეკ­რე­ბილ აუ­დი­ტო­რი­ას.

Ambebi.ge კო­მენ­ტა­რის ჩა­სა­წე­რად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და. მუ­სი­კოს­მა ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში და­ა­დას­ტუ­რა, რომ სა­ღა­მო მოს­კოვ­ში შედ­გა და მას ქარ­თვე­ლი შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ნამ­დვი­ლად ეს­წრე­ბოდ­ნენ, თუმ­ცა მისი თქმით, ეს არ ყო­ფი­ლა კონ­ცერ­ტი, ეს იყო კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო, რო­მელ­ზეც ერთ-ერთი იქ მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლის და­ბა­დე­ბის დღეს აღ­ნიშ­ნავ­დნენ.

ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე:

– კონ­ცერ­ტი არ ყო­ფი­ლა ეს, კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, ჩემო კარ­გო. სამი დღის წინ გა­ი­მარ­თა, ახლა ისევ მოს­კოვ­ში ვარ, დღეს მოვფრი­ნავ.

– ნა­ხავ­დით ნი­უ­სებს, რო­მე­ლიც დღეს დი­ლას ქარ­თულ მე­დი­ა­ში ამ თე­მა­ზე გავ­რცელ­და.

– არ მი­ნა­ხავს არა­ფე­რი, რა ხდე­ბა? კორ­პო­რა­ტუ­ლი სა­ღა­მო იყო, ასეთ­ზე ვყო­ფილ­ვარ მი­ლი­ონ­ზე, სად არ ჩავ­სულ­ვარ. რა ამ­ბა­ვი ატყდა, რა მოხ­და

– მოს­კოვ­ში ჩახ­ვე­დით…

– ოჰ, ნე­ტაი თქვენ.

– ვისი კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო იყო, და­ბა­დე­ბის დღე იყო, ქორ­წი­ლი?

– და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი, მაგ­რამ არ გე­ტყვით ვისი.

– ქარ­თვე­ლის თუ რუ­სის?

– ქარ­თვე­ლის, კაცო, რუს­თან რა მინ­და, გა­და­ა­შე­ნეთ.

– რო­გო­რი დრო გა­ა­ტა­რეთ?

– ჩვე­ნი გა­მოს­ვლის დრო გვქონ­და, მი­ვე­დით, გა­მო­ვე­დით სცე­ნა­ზე და წა­მო­ვე­დით სას­ტუმ­რო­ში.

– არე­უ­ლო­ბა რომ არის რუ­სეთ­ში, ხომ არ შე­გექ­მნათ გა­მომ­გზავ­რე­ბა­ზე პრობ­ლე­მა?

– არა, ამ წუ­თას არა­ფე­რი არ იგ­რძნო­ბა. რომ მოხ­დე­ბა, პირ­ვე­ლი თქვენ გა­გა­გე­ბი­ნებთ.

– იქ ყოფ­ნი­სას არ გქო­ნი­ათ ის მო­მენ­ტი, რომ გავ­რცელ­დე­ბო­და ეს კად­რე­ბი და გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვე­ბო­და?

– მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დავ­დი­ვარ მოს­კოვ­ში, პეტრბურ­გში, ყა­ზან­ში, და­ბეჭ­დი­ლა კი­დეც და ჩემი სუ­რა­თე­ბიც და­დე­ბუ­ლა, მაგ­რამ რა პრობ­ლე­მაა, მე მოვ­დი­ვარ ქარ­თვე­ლებ­თან.

– რას ეტყო­დით იმ ქარ­თვე­ლებს, რომ­ლე­ბიც გაბ­რაზ­დნენ, ერთი წერ­და, – ყვე­ლა­ზე მე­ტად ხვი­ჩა მაღ­ლა­კე­ლი­ძე­ზე დამ­წყდა გუ­ლიო.

– მე რამე და­ვუ­შა­ვე იმ ადა­მი­ანს, თუ ამ ჰა­ერს რა­ტომ ვსუნ­თქავ? ხში­რად მაქვს მარ­თლა ურ­თი­ერ­თო­ბა აქა­ურ ქარ­თვე­ლებ­თან, არც მი­ნა­ხავს ახა­ლი არა­ფე­რი, სად­მე რამე და­ი­წე­რა? კი­დევ კარ­გი “სამ­შობ­ლოს“ ვმღე­რო­დით და არა “კა­ტი­უ­შას“. ღმერ­თმა მშვი­დო­ბა მოგ­ცეთ შინ და გა­რეთ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ივ­ლის, ჩვენ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლად.

,,მთავარი არხის” ინფორმაციით, ქართველი მომღერლები კანონიერი ქურდის ბადრი კოღუაშვილის შვილის, ნია კოღუაშვილის დაბადების დღეზე იმყოფებოდნენ.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია
ახალი ამბები

თიბისი Euromoney-ის რეგიონული ჯილდოს მფლობელია

14:31 07-21-2026
წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალი: პან-კავკასიური ახალგაზრდული ორკესტრი მე-8 სეზონზე ოთხი კონცერტით წარდგება

14:02 07-21-2026
ეპილაცია
ახალი ამბები

ალექსანდრიტი, დიოდი, თუ ნეოდიუმი? – მითები და სიმართლე ეპილაციის ტიპებზე

14:49 07-20-2026
თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად
ახალი ამბები

თიბისის და FMO-ს პარტნიორობა – $210 მილიონი ბიზნესების და მწვანე ინიციატივების მხარდასაჭერად

14:01 07-20-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved