• რეკლამა
  • კონტაქტი
14:58, ხუთშაბათი, 26 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაში რუსეთის ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო” – გიორგი თავდგირიძე

ალია ავტორი - ალია
14:43 11-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

“ფარის” დამფუძნებელი, გიორგი თავდგირიძე:

უკრაინაში რუსეთის სახმელეთო ოპერაციის კატასტროფული შედეგების თვალსაჩინოებისათვის ერთი პატარა მაგალითი მინდა მოვიყვანო:
2022 წლიდან დღემდე მიმდინარე სახმელეთო ოპერაციებმა გვიჩვენა, არც რუსეთი და არც უკრაინა შორსა არ წასულა მეორე მსოფლიო ომის ტაქტიკიდან და დრონებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების გამოყენება ძირითადად ამ ტაქტიკის ხარვეზების შესამსუბუქებლად გამოიყენება. თუმცა ეს სხვა დროს და სხვა სტატუსში. ახლა კი მინდა ამ ოპერატიულ სივრცეზე რისი მიღწევა სურდა რუსეთს და რა ვერ შეძლო, ვერმახტისგან განსხვავებით.
1941 წლის ივნისში ვერმახტმა, მეორეხარისხოვან მიმართულებაზე, არმიათა ჯგუფი სამხრეთის საშუალებით, 1750 ტანკით დაიწყო შეტევა და 5 თვეში ( ნოემბრის შუა რიცხვებამდე) დაიკავა უკრაინის მთელი ტერიტორია. დაკარგა ტანკების 50 %- ი ( ძირითადად ცვეთისა და ტექნიკური გაუმართაობის გამო) , მაგრამ მაინც ჩავთვალოთ რომ 850 ტანკი დაუჯდა უკრაინის მთელი ტერიტორიის დაკავება. დაჭრილებისა და დახოცილების სახით 280 000, რაც დაახლოებით 70 000 დაღუპულსა და 210 000 დაჭრილს შეადგენს. სრული სურათისთვის დავამატებ რომ კლეისტის სატანკო დაჯგუფებაში ( 800 ტანკი) მხოლოდ 380 იყო ტ3 ტიპის 37- 50 მმ ლულებით. არც ერთი ტ4 ი. გუდერიანის 950 ტანკიან დაჯგუფებაში იყო მხოლოდ 130 ტ4 და 440 ტ3.
რუსეთს 2022 წელს ყავდა 3300 ტანკი, (ტ 72, ტ 80 და ტ90 ), რაც საკმარისზე მეტი იყო თითქმის ოთხი დამრტყმელი ჯგუფის შესაქმნელად და უკრაინის ოპერატიული საბრძოლო სივრცის საჭიროების დასაფარად.
შედეგი ვიცით, გაცილებით ცუდად შეიარაღებულმა ვერმახტმა 5 თვეში დაიკავა ტერიტორია რომლის დაკავებას მეხუთე წელია ვერ ახერხებს რუსეთი. დანაკარგები კი კიდე უფრო კატასყროფულ სურათს წარმოაჩენს, რუსეთმა დაკარგა 4460 ტანკი ( დადასტურებულად), თუმცა უკრაინის გენერალური შტაბის მონაცემებით 12493 ( ეს რიცხვი მოხსენებებს ეფუძნება და შესაძლოა უფრო ახლოს იყოს რეალობასთან). უკრაინელების შეფასებით 1 600 000, მაგრამ ობიექტურობისათვის შეიძლება ვისარგებლოთ დამოუკიდებელი შეფასებით, რომელიც 700-720 ათასის ფარგლებშია.
რომ შევაჯამოთ, არსებულ რეალიბაში, რუსეთმა იმაზე დიდი ზარალი ნახა ვიდრე უკრაინის ოპერატიულ სივრცის დასაკავებლად იყო საჭირო. გაფლანგა მოულოდნელობის ფაქტორი და ვერ ისარგებლა რიცხოვნული უპირატესობით. შესაბამისად ახლანდელი პარიტეტის ფარგლებში, წლების განმავლობაში უკრაინის შესაძლებლობები მუდმივად იზრდება, ხოლო რუსეთის დეგრადირდება. წარმატების მოსაპოვებლად რუსეთს მყისიერად დამატებითი ძალების ჩამოყალიბების შესაძლებლობა არა აქვს, მისი საბრძოლო შესაძლებლობის დეგრადირება გაგრძელდება და ორ წელუწადში ( მაქსიმუმ) კრიტიკულ ნიშნულზე დავა.
წარმატებები უკრაინას რუსეთის განადგურების სასიკეთო საქმეში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის
ახალი ამბები

სიახლე PSP-ში – ფრანგული Neutraderm-ის დერმოკოსმეტიკური საშუალებები მთელი ოჯახისთვის

12:36 11-26-2026
სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია
ახალი ამბები

სელფი მობაილი DataFest Tbilisi 2026-ის სპონსორია

17:32 11-25-2026
თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა
ახალი ამბები

თიბისი გლობალური კამპანიის „დავრეკოთ ზარი ბავშვებისთვის“ მხარდამჭერი გახდა

16:22 11-25-2026
დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად
ახალი ამბები

დაუჯერებელი გამოწვევა თიბისისგან: გიგი ქათამაძე City Mall-ში გადავიდა საცხოვრებლად

14:51 11-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved