უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან დღემდე 112 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.
ცოტა ხნის წინ ჩერნიგოვში ნანგრევებიდან მაშველებმა ორი მცირეწლოვანის ცხედარი ამოიყვანეს. გარდაცვლილები 7 წლის ტყუპები არიან. ამასთან, ნაღმის აფეთქებას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ნიკოლაევსკის ოლქშიც.
კომენტარები