• რეკლამა
  • კონტაქტი
14:26, შაბათი, 29 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში მებრძოლი ქართველები პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალების მოთხოვნით მიმართავენ

ალია ავტორი - ალია
12:47 01-05-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
193

მოქმედ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვენ უკრაინაში მებრძოლი ქართველები. ისინი ათონელის რეზიდენციასთან იკრიბებიან და ამბობენ რომ ქვეყნის ყოფილი მთავარსარდლის ციხეში სიკვდილი საქართველოს ეროვნული სირცხვილია. ქართველი მებრძოლები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სალომე ზურაბიშვილის სახელზე წერილს დატოვებენ. წერილში ვკითხულობთ:

“უკრაინაში ოკუპანტ რუსებთან მებრძოლი ქართველების მიმართვა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს: როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მეცხრე თვეა მკურნალობის მიზნით იმყოფება კლინიკა ვივამედში, თუმცა სახალხო დამცველის კონსილიუმისა და ამერიკელი ექსპერტების დასკვნის თანახმად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშოა. ის არათუ მკურნალობის პროცესს ექვემდებარება, არამედ ყოველდღიურად მძიმდება და სიცოცხლის შენარჩუნება საქართველოში ვერ მოხერხდება, აღნიშნულ პროცესს კი ფატალურ შედეგამდე მივყავართ. ჩვენ უკრაინაში საქართველოს ისტორიული მტრის წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები აფხაზეთისა და 2008 წლის ომების ვეტერანები, მოგმართავთ – გვერდით გადავდოთ პოლიტიკური სიმპათიები და ანტიპათიები, გამოიყენეთ თქვენი კონსტიტუციური უფლება, მისცეთ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება და ამით გადაარჩინოთ ადამიანის სიცოცხლე. თქვენ გაქვთ შანსი და შესაძლებლობა, ამ ისტორიულ ეპოქაში, როდესაც გმირი უკრაინელი ხალი იბრძვის ბოროტების იმპერიის წინააღმდეგ, გადაარჩინოთ 2008 წლის ომის მთავარსარდლის სიცოცხლე, რომელზეც დღეს უკვე ღიად მთელი და საერთაშორისო სასამართლოები საუბრობენ, რომ 2008 წელს ის საქართველოს გმირ ჯარისკაცებთან ერთად იცავდა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. საყურადღებოა, მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობით, მხოლოდ ოკუპანტი რუსეთია კმაყოფილი, რასაც ღიად და დაუფარავად აღნიშნავენ. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, საქართველო და საქართველოს მოქალაქეები აარიდოთ ისტორიულ სირცხვილს დანაშაულსა და ქვეყნის შიგნით დაპირისპირებისა და პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც რა თქმა უნდა ვერ და არ იქნება გზა თავისუფალი სამყაროსკენ. ჩვენ ვართ ერი და სახელმწიფო, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ მოუშუშებია პირველი პრეზიდენტის დევნაში ძალადობრივი მოკვდინება, რამაც ჩვენი სამშობლო მრავალწლიანი შუღლის მორევში ჩაითრია. ისტორიის წიგნებში კიდევ ერთი მსგავსი სამარცხვინო ფაქტი არ უნდა ჩაიწეროს”, – ნათქვამია წერილში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved