უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ზურა მუშუქია დაიღუპა, რომელიც დაბომბვას ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლები ავრცელებენ.
შემთხვევა ბოგდანოვკაში გუშინ მოხდა. ქართველი მებრძოლი არაერთ ცხელ წერტილში იბრძოდა.
მისი ცხედარი ამ დრომდე არ არის გადმოსვენებული საბრძოლო მოქმედებების ზონიდან.
ზურა მუშუქია უკრაინაში გასული წლის აპრილში თავის არეში დაიჭრა, ოპერაცია ჩაუტარდა და გამოჯანმრთელების შემდეგ ბრძოლის ველს დაუბრუნდა.
ის 46-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა
კომენტარები