• რეკლამა
  • კონტაქტი
02:59, კვირა, 19 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინაში „კადიროველი“ სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში დიდი ქორწილები აკრძალეს – Кавказ.Реалии

ალია ავტორი - ალია
11:13 05-04-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
320

უკრაინაში ჩეჩენი სამხედროების დიდი დანაკარგის გამო, ჩეჩნეთში არაოფიციალურად აკრძალეს ქორწილების მასშტაბურად აღნიშვნა, – ამის შესახებ ინფორმაცია „რადიო თავისუფლებას“ საკუთარი პროექტის ფარგლებში ჩეჩნეთიდან ორმა წყარომ აცნობა.

მათი ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური მითითება არ არსებობს, გადაწყვეტილება მიღებულია იმაზე დაყრდნობით, რომ „ასე ფიქრობს ფადიშაჰი“, ანუ ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი.

Кавказ.Реалии-ს წყაროების ინფორმაციით, ბოლო დღეებში ჩეჩნეთში დაკრძალეს უკრაინაში დაღუპული კიდევ სამი „კადიროველი“, რომლებიც რუსული არმიის ჩეჩნურ ქვედანაყოფში მსახურობდნენ.

გამოცემის წყაროთა თანახმად, უკრაინაში საომარი მოქმედებებისას მოკლულია ჩეჩნეთის 60-მდე მცხოვრები. თავად კადიროვმა მხოლოდ ერთხელ, 1-ელ მარტს განაცხადა, რომ უკრაინაში ორი ჩეჩენი მებრძოლი დაიღუპა.

ჩეჩნეთში ხალხმრავალი ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვის შესამოწმებლად Кавказ.Реалии-ს კორესპონდენტი გროზნოში დაუკავშირდა ხუთ საბანკეტო დარბაზს, სადაც ასეთი წვეულებები იმართება. ჟურნალისტს ხუთიდან ოთხში არ უპასუხეს, ერთგან კი უთხრეს, რომ მზად არიან მხოლოდ 50-მდე სტუმრის მისაღებად, რაც ადგილობრივი ტრადიციის გათვალისწინებით, საკმაოდ ცოტაა.

ჩეჩნეთის ადგილობრივი ხელისუფლება ქორწილების არაოფიციალურად აკრძალვაზე კომენტარს არ აკეთებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება

15:01 04-17-2026
მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

მუდმივად განახლებადი მობილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად

13:26 04-17-2026
“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!
ახალი ამბები

“ქუჩაში დავრჩით მე და დივანი, ცივა, ღამდება, ცრის” – როგორ არ უნდა გადაიტანო ავეჯი არასოდეს!

21:01 04-16-2026
ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი
ახალი ამბები

ტექ ოლიმპიადების ჰაბმა – ინფორმატიკაში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადაზე – მოსწავლეების რეგისტრაცია დაიწყო – თიბისი

16:09 04-16-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved