• რეკლამა
  • კონტაქტი
09:41, კვირა, 1 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინაში იგივე ხელწერაა, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში, ომი მხოლოდ საბაბია” – კობახიძე

ალია ავტორი - ალია
16:31 08-31-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
438

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინაში, ქალაქ დნეპრში მომხდარ შემთხვევას ეხმიანება, სადაც პოლიციამ ქართველი ჯუმბერ სილაგავა მოკლა და ამბობს:

“ვხედავთ იგივე ხელწერას, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში. ეს არ არის მარტო ქუჩაში ადამიანების მკვლელობა, ეს არის იგივე ბიზნესის რეკეტი, ტელევიზიების გადაფორმება, ადამიანების მკვლელობა, სინამდვილეში, ომი ამ ყველაფრისთვის არის მხოლოდ საბაბი. ხელწერა არის იგივე, რაც არის ძალიან სამწუხარო.

რაც უფრო მალე გათავისუფლდება უკრაინა სააკაშვილებისგან და ადეიშვილებისგან, მით უფრო უკეთ წარიმართება პროცესები ამ ქვეყანაში. ადამიანის მკვლელობას არც ნასვამობა ამართლებს და არც პოლიციელთან დაუმორჩილებლობა, მით უმეტეს, როდესაც ბავშვების და მეუღლის თვალწინ ხორციელდება მკვლელობა, ეს არის ამაზრზენი დანაშაული და ამასაც კი ამართლებდნენ ქართველი ე.წ. ლიბერალები, ქართველი ნაციონალები. დღეს ისინი არიან გამოფენილები და ერთხმად ამართლებენ ამ საზარელ მკვლელობას, რომელიც ჩადენილ იქნა უკრაინაში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს მათ ბუნებას. საზოგადოებას კიდევ ერთხელ მინდა შევახსენო, რომ თეორიულად ისინი რომ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში ზუსტად იმავეს გაიმეორებენ, რასაც აკეთებდნენ 2004-2012 წლებში. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ კოლექტიური სააკაშვილ ადეიშვილები არასდროს დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. რა თქმა უნდა ეს არასდროს მოხდება, ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებლები და პირველ რიგში, ის ხელწერა არ უნდა დაბრუნდეს საქართველოში, რომელიც ასე მძიმედ დაგვამახსოვრდა 2004-2012 წლებიდან“.

 

 

ცნობისთვის, ქალაქ დნიპროში, სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში მეგობარ ქალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ამავე სააგენტოს ცნობით, სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს.

პოლიციამ ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სილაგავას ზურგში სამჯერ ესროლა. მამაკაცი ადგილზე დაიღუპა.

პოლიციელი დაკავებულია და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.

თეგები: ირაკლი კობახიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved