• რეკლამა
  • კონტაქტი
18:09, სამშაბათი, 23 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკრაინასა და მოლდოვას სტატუსს ავანსად აძლევენ, წამახალისებელი ავანსია – ირაკლი ღარიბაშვილი

ალია ავტორი - ალია
11:50 06-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
143

პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროკომისიამ უკრაინასა და მოლდოვასთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია “ავანსად გასცა”.

ღარიბაშვილის განმარტებით, პერსპექტივასთან დაკავშირებით რეკომენდაციაში სამივე ქვეყანასთან მიმართებით იდენტური ჩანაწერია, თუმცა სტატუსის მინიჭება უკრაინის შემთხვევაში ომმა განაპირობა. რაც შეეხება მოლდოვას, ღარიბაშვილის თქმით, უკრაინაში ომით მოლდოვაც დაზარალდა და ქვეყანა მძიმე მდგომარეობაშია.

“მოლდოვას და უკრაინას აქვს აბსოლუტურად იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით. მათაც ჩაუწერეს, ევროკომისია მიმართავს რეკომენდაციით, რომ მიენიჭოთ პერსპექტივა და სტატუსი, ანუ რეალურად, სტატუსს აძლევენ ავანსად. ეს არის წამახალისებელი ავანსი უკრაინისთვის, რომელიც არის უმძიმეს ომში და მოლდოვასთვის, რომელიც არის ასევე ძალიან მძიმე მდგომარეობაში. მაგრამ ამავდროულად მათაც მოსთხოვენ მთელი რიგი რეფორმების გატარებას. ჩვენ შემთხვევაში პირიქითაა, ჯერ უნდა შევასრულოთ ყველა ეს პირობა, რომელიც დადებულია და, რა თქმა უნდა, საქართველოს ამის შემდეგ მიენიჭება სტატუსი.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ უკრაინა უმძიმეს მდგომარეობაშია, ტერიტორიის 20% უკვე დაკარგული აქვს და ომი გრძელდება. მოლდოვაც მძიმე მდგომარეობაშია, თუ ვინმე დაზარალდა ამ ომით ეს არის მოლდოვა”, – თქვა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, 17 ივნისს ევროკომისიამ უკრაინისა და მოლდოვასთვის სტატუსის მინიჭებაზე რეკომენდაცია გასცა. საქართველოსთვის კი წინასწარი პირობები მოითხოვა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026

ბიზნესი

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა
ახალი ამბები

EBRD-მა თიბისი ვაჭრობის დაფინანსებაში ყველაზე აქტიურ ბანკად დაასახელა

14:11 06-23-2026
მშენებარე ბინები თბილისში
ახალი ამბები

დიდი ფასდაკლების დღე “არქი ჰორაიზონის” ბინებზე — არ გამოგრჩეს 5 ივლისი 

08:00 06-23-2026
ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

ერთი მოწვევა, ორი საჩუქარი – ახალი შესაძლებლობა თიბისის მობაილბანკში

14:16 06-22-2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
ახალი ამბები

PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა

13:38 06-18-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved