უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 84 ადამიანი დაიბრუნა.
ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის პრეზიდენტზე, ვოლოდიმირ ზელენსკიზე დაყრდნობით ავრცელებს.
“უკრაინელებს სახლში ვაბრუნებთ. დღეს გათავისუფლებულ სამოქალაქო პირებს შორის რუსების მიერ 2014, 2016 და 2017 წლებიდან დაკავებულები არიან. გათავისუფლებულ სამხედროებს შორის კი მარიუპოლის დამცველები არიან“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე.
უკრაინის სამხედრო ტყვეებთან მოპყრობის საკოორდინაციო შტაბის ცნობით, დღეს უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 33 სამხედრო და 51 სამოქალაქო პირი დაიბრუნა.
კომენტარები