უკრაინის ვიცე პრემიერის, ალექსანდრე კუბრაკოვის ცნობით, უკრაინამ და ევროკავშირმა უვიზო სატრანსპორტო რეჟიმი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივეს.
“ერთი წლის განმავლობაში შეთანხმებამ დაამტკიცა თავისი ეფექტურობა. მოქმედების პერიოდში 50%-ზე მეტით გაიზარდა ორმხრივი და ტრანზიტული საგზაო ტვირთების გადაზიდვის მოცულობა” – თქვა მან
კუბრაკოვმა ასევე განმარტა, რომ ევროპელ პარტნიორებთან ერთად უკრაინა უკვე აშენებს საჭირო ლოჯისტიკურ ინფრასტრუქტურას საზღვრებზე. კერძოდ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, რუმინეთთან საზღვარზე ორი ახალი საგუშაგო გაიხსნა, ხოლო პოლონეთის საზღვარზე საკონტროლო პუნქტი სატვირთო მანქანებისთვის.
კომენტარები