უკრაინა ომის დაწყების შემდეგ უკვე 4.5 მილიონზე მეტმა ადამიანმა დატოვა. ამის შესახებ ნათქვამია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 10 აპრილის მონაცემებში.
უფრო ზუსტად, ქვეყნიდან 4,547,735 მოქალაქე გავიდა. მათი უმეტესობა – 2,6 მილიონზე მეტი, პოლონეთში გადავიდა.
გაეროს ლტოლვილთა სააგენტო ამბობს, რომ უკრაინის ომმა გამოიწვია ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი იძულებით გადაადგილებისა და ჰუმანიტარული კრიზისი.
კომენტარები