უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი უწოდა ვაშინგტონში თავის ვიზიტს.
22 სექტემბერს, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ქვეყანას აქვს ახალი სამხედრო პაკეტი, რომელიც მოიცავს საჰაერო თავდაცვის სისტემებს, არტილერიას, ჭურვებს და საინჟინრო საშუალებებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, არის გრძელვადიანი შეთანხმებაც – იმუშავებენ, რათა უკრაინამ ამერიკასთან ერთად აწარმოოს საჭირო იარაღი. უკრაინის პრეზიდენტმა ამ გადაწყვეტილებას უწოდა „ისტორიული“ და „ერთიანობის ახალი დონე“. როგორც ზელენსკიმ თქვა, უკრაინას შეუძლია აწარმოოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.
პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად ახალი თავდაცვითი ეკოსისტემის შესაქმნელად, რათა ერთობლივად გააძლიერონ თავისუფლება და სიცოცხლის დაცვა. უკრაინის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ამას გლობალური დადებითი შედეგები მოჰყვება.
კომენტარები