• რეკლამა
  • კონტაქტი
10:39, სამშაბათი, 30 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკრაინა აგვისტოს ბოლოსთვის ყირიმსაც გაათავისუფლებს… რატომ უნდა საქართველოს, ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე” – ბენ ჰოჯესი

ალია ავტორი - ალია
15:52 01-10-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
210

შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მეთაურის, გენერალ ბენ ჰოჯესის თქმით, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის ღონისძიების ფარგლებში საუბარი საქართველოში არსებულ მედიაგარემოსაც შეეხო.

“ჩვენ ვისაუბრეთ უკრაინაზე, ასევე იმაზე, თუ რატომ მგონია, რომ უკრაინა გაიმარჯვებს და ყირიმსაც გაათავისუფლებს მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოსთვის. ასევე ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონზე, რომლის მნიშვნელობა დღეს შეერთებულ შტატებში უკეთ ესმით, რადგან მას აქვს სტრატეგიული ღირებულება ევროპისა და ამერიკისთვის.

ასევე ვისაუბრეთ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობაზე, თავისუფალი მედიის მნიშვნელობაზე, რომელიც ხელისუფლებას უნდა აკონტროლებდეს, რომ ქართველებს ჰქონდეთ საკუთარი ინსტიტუტების ნდობა. საფრთხე რუსეთიდან ახლა არ არის სამხედრო ხასიათის, ის უფრო იმაში მდგომარეობს, რომ აქ საზოგადოებაში მოსკოვმა ინფილტრაცია მოახდინა და მასზე გავლენას ახდენს. ამიტომ, საუკეთესო გზა, რომ ქართველებმა თავი დაიცვან, არის ძლიერი ლიბერალური დემოკრატია.

აშშ-ს კონსტიტუციაში წერია, რომ პრესის თავისუფლება არის დემოკრატიის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. ამიტომ, ნებისმიერი ჟურნალისტი, რომელიც ციხეში ზის, თუ მას არა აქვს ჩადენილი რაიმე აშკარა კრიმინალი, არის პრობლემა. თუ ჟურნალისტს ციხეში სვამენ პოლიტიკური მიზეზებით სხვა ჟურნალისტებზეც ახდენს ეს გავლენას.

მე არ მესმის, რატომ არ არის საქართველო უფრო მტკიცე უკრაინის მხარდაჭერაში. ჩემთვის ეს გაუგებარია. საქართველო თავადაც მოგებული დარჩება, როდესაც ეს ომი რუსეთის დამარცხებით დასრულდება და არ მესმის, რატომ უნდა ამ ქვეყნის ხელისუფლებას, რომ ხელბორკილებით იყოს მიბმული კრემლზე”, – თქვა ბენ ჰოჯესმა.

გენერალი ჰოჯესი საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაცია “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” მოწვევით იმყოფება.

თეგები: ბენ ჰოჯესი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის
ახალი ამბები

რჩევები და რეკომენდაციები Elitehome-სგან: კერძო სახლის მშენებლობის მნიშვნელოვანი დეტალები, ურთიერთობა კომპანიასა და მომხმარებელს შორის

16:54 12-29-2025
Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

Awork – თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

16:49 12-29-2025
იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved