• რეკლამა
  • კონტაქტი
08:59, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უხეშად ერევიან ჩემ ცხოვრებაში” – რას ამბობს გია სურამელაშვილის ვაჟი

ალია ავტორი - ალია
16:50 04-27-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,327

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომღერალის, გია სურამელაშვილის, ვაჟი ნუგო ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის ბრალდებით დააკავეს.

გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარი გია სურამელაშვილმაც გააკეთა და განაცხადა, რომ მისი ვაჟი ქურდული სამყაროს წევრი არ არის და ის უბრალოდ ჩხუბს შეესწრო, რის გამოც დააკავეს და გაათავისუფლეს.

ამ ამბავთან დაკავშირებით, ჟურნალ “თბილისელებთან” ისაუბრეს მომღერლის ვაჟმა და რძალმა.

ნუგა სურამელაშვილი: ამ ამბავმა ჩემზე და ჩემს ოჯახზე ძალიან იმოქმედა. ტელევიზიამ ეს ყველაფერი ამობრუნებულად გააშუქა. ვფიქრობ ხშირად უხეშად ერევიან ჩემს ცხოვრებაში და ეს არ მომწონს. ჩემთან შეთანხმების გარეშე სიუჟეტის მომზადება არასასიამოვნოა.

სოფო სურამელაშვილი: რეალურად, ჩვენ საბუთების თემაზე გვაქვს სასამართლო საფრანგეთში. გიამ იცოდა პროცესი გვქონდა, მაგრამ დეტალები არა. ჟურნალისტები მოულოდნელად დაადგნენ თავს და გიამაც უთხრა, რომ 19 აპრილს გვექნებოდა სასამართლო. თუმცა იქ არ გაჟღერებულა სინამსინამდვილეში რა სასამართლოზე იყო საუბარი. რეალურად ჩვენ ახლა სხვა სასამართლო გვაქვს და სიუჟეტში სხვა სასამართლოზე იყო საუბარი.

– და ის რა საქმეა? ქურდულ სამყაროზე იყო საუბარი?

სოფო სურამელაშვილი: არა, ეს არასწორად გააშუქეს. საფრანგეთს ქურდული სამყარო ნაკლებად აინტერესებს. ნუგას ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. აქ სხვა თემა იყო. უთანხმოება მოხდა ჩეჩნებს და ქართველებს შორის. ნუგაც იყო ამ ამბის მონაწილე, ამბავს შეესწრო და ამას მოჰყვა სასამართლო. თუმცა ამის შესახებ არავინ იცოდა და არ ვიცით საიდან ამოქექეს.

დაკავებიდან 24 საათში იყო სასამართლო და ნუგა გამოუშვეს. ასეთ რამეებს ისე განვიცდი, რომ ნუგა ამაზე ჩემთან დეტალურად არ საუბრობს.

თეგები: გია სურამელაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved