• რეკლამა
  • კონტაქტი
04:37, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკავშირდებოდა მთავრობის სტრატკომს“ – Meta-მ არაავთენტური ქცევისთვის 117 ანგარიში წაშალა

ალია ავტორი - ალია
19:48 05-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
249

meta-მ საქართველოში 117 ანგარიში წაშალა, რომლებიც მათი განცხადებით, დაკავშირებული იყო მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან.

წაშლილ ანგარიშებს შორის არის 80 Facebook ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი, და ორი Instagram ანგარიში, რომლებიც ჩართული იყვნენ არაავთენტურ ქცევაში.

meta-ს განცხადებით, ეს გვერდები და ჯგუფები ადგილობრივ და დამოუკიდებელ პრო-სამთავრობო ჯგუფებს წარმოადგენდნენ. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქსელის მთავარი მიზანი იყო გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პრო-სამთავრობო მედიის ანგარიშების ხელახალი გაზიარების ჩათვლით.

განცხადების მიხედვით, შიდა გამოძიების შედეგად რეგიონში აღმოაჩინა “საეჭვო კოორდინირებული არაავთენტური ქცევა”.

Meta-ს ანგარიშის მიხედვით, Facebook-თან ერთად ქსელში იყო ჩართული სამი TikTok-ანგარიშიც, ორი მათგანი კი პოზიციონირებდა, როგორც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებული ანგარიში:

  • http://tiktok[.]com/@juurnalistebi
  • http://tiktok[.]com/@igaribashvili
  • https://www.tiktok[.]com/@irakli4georgia

„ქსელი ფუნქციონირებდა 24 საათის განმავლობაში, რათა გაეზარდა მასალებზე ცნობადობა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მხარდასაჭერად, მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდების და პროსამთავრობო მედიის ანგარიშების გადაზიარების ჩათვლით.

ისინი ასევე ავრცელებდნენ კრიტიკას ოპოზიციის მიმართ, განსაკუთრებით ბოლოდროინდელი საპროტესტო გამოსვლების დროს, რაც ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას მოჰყვა. ეს ქსელი რეალურ დროში მიჰყვებოდა საპროტესტო მოვლენებს, მათ შორის შუაღამისასაც კი. ქსელის უკან მყოფი პირები აქვეყნებდნენ მიმებს, ტექსტურ მასალებსა და კომენტარებს, ძირითადად, ქართულ ენაზე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპერაციის უკან მყოფი პირები ცდილობდნენ თავიანთი ვინაობისა და კოორდინაციის დამალვას, ჩვენმა გამოძიებამ აღმოაჩინა მათი კავშირი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან“, – ნათქვამია Meta-ს ანგარიშში.

კომპანია აღნიშნავს, რომ Facebook-სა და Instagram-ზე რეკლამისთვის დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი დაიხარჯა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved