• რეკლამა
  • კონტაქტი
11:37, სამშაბათი, 7 თებერვალი, 2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, უკაცრავად და სარი როგორ არის უკრაინულად? თუ გნებავთ მე დაგარეკინებთ ჩემი ტელეფონიდან, ფული რომ არ დაგეხარჯოთ“ – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
17:30 01-24-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,685

ბოტანიკური ბაღის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე ანდრეი კასიანოვის ინტრვიუზე:

„გამოცემა “Европейская Правда” აქვეყნებს ინტერვიუს საქართველოში უკრაინის საქმეების დროებით რწმუნებულ ანდრეი კასიანოვთან, სადაც ის აცხადებს, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის შემთხვევაში „უსაფრთხოების რეალური რისკების გაზრდასთან“ დაკავშირებით, საელჩო არ გამორიცხავს მიმართოს საერთაშორისო ორგანიზაციებს და საერთაშორისო პარტნიორებს რათა განიხილონ საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეების მასობრივი ევაკუაციის შესაძლებლობა. საკმაოდ საინტერესო სახელწოდების გამოცემა შეურჩევია ბატონ კასიანოვს ინტერვიუს მისაცემად – “Европейская Правда“, მაგრამ აქ ეს მთავარი არ არის. მთავარი ის ყოვლად უაზრო და უმადური დამოკიდებულებაა, რასაც ბატონი დროებითი რწმუნებული იჩენს იმ ქვეყნის მიმართ, ვინც უკრაინის უამრავი მოქალაქე შეიფარა, უზრუნველყო მათი საცხოვრებელი, განათლება.

უზრუნველყო მათთვის ფინანსური დახმარება და ეს ყველაფერი იმ საერთაშორისო პარტნიორების „დახმარების“ ფონზე, როცა უკრაინიდან დევნილ ადამიანებს გეტოებში ( ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით) აცხოვრებდნენ (ყველას გვაქვს ნანახი ის კადრები, თუ როგორ ტირიან ქალები, როცა გერმანიაში მავთულხლართებით შემოსაზღვრულ სივრცეში ავტობუსებით შეჰყავთ. და კიდევ ბევრი სხვა ინფორმაცია, რაც საკმაო რაოდენობით ვრცელდებოდა). „გაზრდილი რისკებიო“. არადა ყველას გვინახავს როგორ სხედან ერთად რესტორანში, თუ კაფეში ერთ მაგიდასთან რუსები და უკრაინელები, როგორ ჭამენ (დიახ, სწორედაც რომ „ჭამენ“ და არ „მიირთმევენ“) ხაჩაფურს და ყლურწავენ ხვანჩქარას. როგორ არის უფასო უკრაინის მოქალაქეებისთვის ძალიან ბევრი სერვისი, რაც არა მგონია, რომ იმ „საერთაშორისო პარტნიორ“ ქვეყნებში ჰქონდეთ. კიდევ უამრავი რამის თქმა შეიძლება, მაგრამ არ ვიტყვი იმიტომ, რომ არ გაიგებს რადგანაც დავალება აქვს, რომ ასე უნდა თქვას. გინდათ მიმართოთ? მიმართეთ. აგრემც გიქნიათ (უკაცრავად და სარი როგორ არის უკრაინულად?) თუ გნებავთ მე დაგარეკინებთ ჩემი ტელეფონიდან, ფული რომ არ დაგეხარჯოთ“

თეგები: გია გაბრიჭიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

საგარეჯოში თავდამსხმელი სამხედრო, ნოდარ ათუაშვილია – მედია
ახალი ამბები

„რასაც ახლა ნოდარ ათუაშვილზე მოგიყვებით, კარგად იცის ყველა უწყებამ და არ ამბობენ!“ – რა უყვება „ალიას“ თადარიგის ოფიცერი, დავით ნემსაძე?

17:35 02-06-2023
„სააკაშვილო, წარმოიდგინე გამსახურდია რომ დაეპატიმრებინათ და გლდანის ციხეში ჩაესვათ, რამდენი გაწირავდა სიცოცხლეს ზვიადის დასახსნელად“ – რა ფოტოებს აქვეყნებს სანდრო ბრეგაძე
ახალი ამბები

„სააკაშვილმა 2011 წელს უკანონოდ დამიჭირა, შვიდი წელი მომისაჯა, არადა, რის გამო? კაცი თავს დამესხა, თავს ვიცავდი და მოვერიე… მთელი ის უბედურება, რაც იმ დროს ციხეებში ხდებოდა მანახა, გამომატარა“ – სანდრო ბრეგაძე

20:03 01-28-2023
მიჰყავთ თუ არა სააკაშვილი „ვივამედში“ – კლინიკის ხელმძღვანელის განმარტება
ახალი ამბები

სკანდალი – „ვივამედის“ კლინიკაში ჯალათმა ექიმმა მთლიანად მომაჭრა ცხვირი“ – 37 წლის მამაკაცის სკანდალური ინტერვიუ და ფოტოები

20:55 01-25-2023
“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?
ახალი ამბები

“SOS! გარდაცვალების ღამეს მასთან იმყოფებოდა ორი ადამიანი” – ვინ ემუქრება თორნიკე ნანობაშვილის დედას და რას ეუბნება ოჯახს გამოძიება?

15:28 01-25-2023

ბიზნესი

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად
ახალი ამბები

„სკიჯის სახლი“ – როგორ იქცა ყოველდღიურობა ბიზნესად

13:19 02-06-2023
1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის  – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია
ახალი ამბები

1 / 2 ლიბერთი განათლებისთვის – ლიბერთი 2023 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ოფიციალური პარტნიორია

11:50 02-02-2023
„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე
ბიზნესი

„მარტვილის მარანი“ – მეგრული ღვინის ახალი სიცოცხლე

14:57 02-01-2023
,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში
ბიზნესი

,,ბიზნეს დიალოგი“- ლიბერთის ინიციატივა რეგიონებში

14:44 02-01-2023
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || My Software || © 2022 Alia.ge - All rights reserved