• რეკლამა
  • კონტაქტი
02:45, ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკან წაიღოს ბოლო განცხადებები” – ნიკოლოზ მეტრეველს ღარიბაშვილის წერილები “სწყინს”

ალია ავტორი - ალია
20:14 08-20-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,505

ტვ იმედის ანალიტიკური მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი, ნიკოლოზ მეტრეველი, ქართული ოცნების ყოფილი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის ციხიდან გამოგზავნილ წერილებს ეხმაურება და ამბობს, რომ “ეწყინა” და ურჩევს, უკან წაიღოს ბოლო განცხადებები და “შეცდომა რაღაც ფორმით აღიაროს. ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილს ქართული ოცნება შეცდომას არა, დანაშაულებებს ედავება,

ჩემთვის გაუგებარია, რას აკეთებს ირაკლი ღარიბაშვილი და რატომ ირჩევს ახლა ამგვარ სტრატეგიას. მან თავად აღიარა დანაშაული, ხელი მოაწერა საპროცესო შეთანხმებას და საზოგადოებამ იხილა საქმეში არსებული დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ზოგადად პატივს ვცემ ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს. მაგრამ პატივისცემა არ ნიშნავს იმას, რომ მის ყველა განცხადებას უნდა დავეთანხმოთ. „ქართული ოცნების“ ამომრჩეველი ვერ მიიღებს მცდელობას, რომ უკვე არსებული ფაქტებისა და სამართლებრივი პროცესის ფონზე ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკურ დევნად ან სხვის პასუხისმგებლობად წარმოჩნდეს. ამომრჩეველს გაცილებით მეტი პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა აქვს, ვიდრე ამას შესაძლოა ზოგიერთი პოლიტიკოსი ფიქრობდეს. თუ ვინმეს აქვს კონკრეტული პრეტენზია ან ბრალდება, უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. უსაბუთო პოლიტიკური შეტევები კი მხოლოდ აზიანებს პროცესს. ვფიქრობ, მისი უკანასკნელი ნაბიჯები ძალიან საწყენია იმ მილიონზე მეტი ადამიანისთვის, ვინც წლების განმავლობაში „ქართულ ოცნებას“ უჭერს მხარს.
ირაკლი ღარიბაშვილი ე.წ ბრძოლის დაწყებით ვერაფერს მოიგებს. ყველაზე გონივრული ნაბიჯი იქნება, ემოციებს საბოლოოდ არ აჰყვეს, უკან წაიღოს ბოლო განცხადებები და შეცდომა რაღაც ფორმით აღიაროს. ეს მისთვის გაცილებით ღირსეული გამოსავალი იქნება, ვიდრე დაპირისპირების გაგრძელება. პოლიტიკაში ზოგჯერ უკან დახევა დამარცხება კი არა, უფრო დიდი ზიანის თავიდან აცილების ყველაზე გონივრული საშუალებაა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი
ახალი ამბები

რა შემთხვევაში ვიხდით მანქანის დიაგნოსტიკაში ძვირს? – ცრუ კოდები და ფულის ხაფანგი

21:08 10-14-2026
იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?
ახალი ამბები

იარაღის მოვლის 6 ოქროს წესი – როგორ ავირჩიოთ იარაღის პროფესიონალი ხელოსანი?

14:27 10-14-2026
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს
ახალი ამბები

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე წყალმომარაგების ინფრასტრუქტურას სრულად აახლებს

18:22 10-13-2026
168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება
ახალი ამბები

168 სადგური – სელფის ქსელის მასშტაბური განახლება გრძელდება

17:54 10-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved