• რეკლამა
  • კონტაქტი
12:56, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უიარაღოდ დარჩენილი ჭიათურელები იბრძვიან გადარჩენისთვის” – ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
23:10 03-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
637

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე:

სასოწარკვეთილი, მუდმივად მიტოვებული, ოცდაათწლიან ქარბორბალაში უიარაღოდ დარჩენილი ჭიათურელები იბრძვიან გადარჩენისთვის.

მზად არიან შრომის დროს სიცოცხლე გარისკონ, უსამართლო სახელშეკრულებო პირობებს დათანხმდნენ, საშინელ სამხარზე ხმა არ ამოიღონ, ვახტური წესით იმუშაონ (იცით ეს რას ნიშნავს?), არ მიაქციონ ყურადღება გაშავებულ მდინარეს, ორმოებად ქცეულ ყანებს, მტვრით სავსე ჰაერს, შუაზე გადახლეჩილ ნიადაგს, ოღონდ შვილებს საჭმელი მიუტანონ, ავადმყოფ დედას წამალი, დაცემულ მეგობარს ერთი ბოთლი ლუდი; ოღონდ ბანკის ვალი გადაიხადონ, რათა არ გაშავდნენ და ელემენტარულის გარეშე არ დარჩნენ.

არცერთი მთავრობა ამ ქალაქზე არ ზრუნავდა! არცერთი პარტია ამ ქალაქზე არ ზრუნავდა! პირიქით, ყველა მთავრობა და ყველა პარტია ჭიათურას საჯიჯგნად უგდებდა ცოფიან ძაღლებს: კალამოისკის მსგავს საერთაშორისო რანგის განგსტერ-კაპიტალისტებს, ადგილობრივ შპანას, ივანიშვილის ნათესავთა ნათესავებს (დღეს კვაზიპარლამენტარები რომ არიან), საკუთარ ბიზნესპარტნიორებს და ა.შ.

მხოლოდ ყველა რჯულის მემარცხენეები ვამბობთ ბოლო 15 წელია – აუცილებელია ეკონომიკური მოდელის ცვლილება, რისთვისაც საჭიროა:

✅️ საწარმოს ნაციონალიზება;
✅️ მაღალპროფესიონალი მმართველის არჩევა;
✅️ მუშათა წარმომადგენლების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
✅️ საწარმოს მოგების გამოყენება შრომის პირობების გაუმჯობესებისთვის, ეკოლოგიური მდგომარეობის შეცვლისთვის, კეთილდღეობის ინსტიტუტებისთვის და რაც მთავარია, ჭიათურაში მანგანუმის მოპოვების მიღმა სხვა ინდუსტრიის განვითარებისთვის.
✅️ პრიორიტეტად უნდა გამოცხადდეს არა ფეროშენადნობთა ექსპორტი, არამედ ჩვენ თავად უნდა დავასრულოთ საწარმოო პროცესი. მანგანუმი, შენადნობები რაშიც გამოიყენება, რომელი პროდუქტის შექმნისთვის გამოიყენება, აქვე უნდა იწარმოებოდეს!!!!
✅️ და ა.შ.

სოლიდარობა ზემო იმერეთის პატარა ქალაქს

P.S. ვიცი, ფრთხილად ხართ. ვიცი, ბევრი სვლა არ გაქვთ. უამრავი ბოროტი ძალა მოქმედებს თქვენ წინააღმდეგ, ბოლოს რომ გესაუბრეთ თავად მითხარით – ისე არ გვინდა, რომ ერთი მოზვერი მეორეთი ჩავანაცვლოთო…

P.P.S. მემარცხენე მთავრობა რომ გვეყოლება, ჭიათურაში იმდენ სხვა დარგს განვავითარებთ, შეიძლება მანგანუმის წარმოებაც აღარ გახდეს საჭირო, მთავარია, ღმერთმა ხელი მოგვიმართოს ))))

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved