• რეკლამა
  • კონტაქტი
03:21, კვირა, 6 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონ ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა…” – ნიკა გვარამია

ალია ავტორი - ალია
21:01 11-30-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
22

“მთავარი არხის” დირექტორი, ნიკა გვარამია, პროკურატურის განცხადებას პასუხობს და წერს:

“საქართველოს პროკურატურავ, მოგიყვებით ცნობილ ისტორიას ქალბატონ ელენე თევდორაძეზე. ბევრჯერ მომიყოლია საჯაროდ და თქვენთვის კიდევ ერთხელ გავიმეორებ.

ერთხელ ბიუროს სხდომაზე, ქალბატონო ელენეს ზურაბ ჟვანიამ უთხრა, ქალბატონო ელენე, თქვენ მგონი გამოსაკვლევი ვართო. ამაზე ქალბატონმა ელენემ უპასუხა, ბატონო ზურაბ, ჩვენ კველანი ისედაც გამოკვლევებულები ვართ.

გუშინ, პროცესზე, პროკურორმა გვითხრა გამოსაკვლევი ხართო, რაზეც ვუპასუხე რომ თვითონ ხომ არიან სამაგიეროდ ყველანი გამოკვლევებულები.

კადრებში ნათლად ისმის, რას მპასუხობს ამაზე პროკურორი – რას ნიშნავს, ეს რა შეფასებააო, თუ ეს რა სიტყვააო – ანუ გაიგონა რაც ვითხარი, არ გამორჩენია. ისიც ნათლად ჩანს, რომ ჩვენს შორის დიალოგი მიმდინარეობს. ანუ, ან უეცარი სიყრუე დაემართა სამივე პროკურორს, ან უეცრად ისე შეეშინდათ ჩემი, რომ პასუხი ვერ გამცეს, ან თქვენს მიერ წარმოდგენილი სიტყვა გამო@@@ებულის შინაარსი აქამდე არ იცოდნენ და მხოლოდ სამსახურში მისულებს აუხსნეს. თუ თქვენს მიერ წარმოდგენილი სკაბრეზული სიტყვა ვიხმარე, პროტესტი როგორ არ გაუჩნდა რომელიმ პროკურორს მაინც? იქვე იჯდა სამი მოსამართლე და კიდევ ორი პორკურორი. თქვენ ყველანია ან ყრუებად გამოაცხადეთ, ან ჩემს მიერ უკიდურესად შეშინებულებად.

მინდა იგივე ვაცნობო საქართველოს ადვოკატთა ასოციაციასაც.

ვნახოთ, ადვოკატის ლიცენზიას ჩამომართმევენ ან შემიჩერებენ თუ არა მოკვლევის ვადით, რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

იგივე მინდა ვაცნობო სასამართლოს. ვნახოთ, მიიღებენ თუ არა უკანონო გადაწყვეტილებას დ გამაძევებენ თუ არა სხდომიდან. რითიც უკანონოდ და უსაფუძვლოდ უარს მეტყვიან დაცვის უფლების განხორციელებაზე, ხოლო სააკაშვილს – მის მიერ არჩეული ადვოკატის მეშვეობით სამართლებრივი დაცვის განხორციელებაზე.

რაც შეგეხებათ თქვენ, საქართველოს პროკურატურავ, ჩემს წინააღმდეგ აღძრული, უფრო სწორად, შეკერილი კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმე, გულწრფელად, არც მაინტერესებს, მით უფრო, არ მაშინებს. თალეთ კომბლებივით ეგ საქმეები და ჭერში აწყვეთ. ამ განცხადებით მხოლოდ იმას მიაღწიეთ, რომ საზოგადოება მორიგ ჯერზე დაგცინით და ასევე ჩირქი მოცხეთ საკუთარ უწყებას და თანამშრომლებს, რომლებიც ჩემს მიერ დაჩმორებულ და დაშინებულებად გამოიყვანეთ.

ps ამ კვირაში უკვე სამოქალაქო წარმოებაც დაიწყეს ჩემს წინააღმდეგ და ორწელიწად ნახევრის წინ რ2ის 9%ის მოწილე ნინო ნიჟარაძის მიერ შეტანილი და თაროზე შემოდებული სარჩელი გააცოცხლეს და ამხელა დროის შემდეგ, კვლავ პირველად ჩანიშნეს სხდომა. არც მე არც ადვოკატებს და სხვა ფიგურანტებს საქმის შინაარსიც კი არ გვახსოვს.”

შეგახსენებთ, პროკურატურამ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ ნიკა გვარამიას წინააღმდეგ გამოძიებაა დაწყებული, სასამართლო სხდომაზე თქმული შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო.

თეგები: ნიკა გვარამია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved