• რეკლამა
  • კონტაქტი
23:41, პარასკევი, 26 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უეცარი სიკვდილი, სიბრმავე, გლაუკომა… შორეული შედეგები, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებას” – გიორგი კამკამიძე

ალია ავტორი - ალია
00:24 12-04-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
230

ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე:

,,დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება !

ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას. ქიმიურ იარაღად შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მშვიდობიანი მიტინგის დაუცველი მონაწილეებისაკენ. ამგვარად, წყლის ნაკადი წარმოადგენს ქიმიური ტოქსიური ნივთიერების გადამტანს, ხოლო ქიმიური იარაღის განმარტება სხვა რა არის თუ არა „ტოქსიური ნივთიერება + გადამტანი საშუალება ადამიანების მასიური დაზარალებისათვის“.

ასეთ შემთხვევაში მსგავსი თვითნაკეთი ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და ეს კარგად უნდა მოეხსენებოდეს ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც პერმანენტულად უნდა აფრთხილებდეს ძალოვან სტრუქტურებს, ღიად ეწინააღმდეგებოდეს ამ კატასტროფულ პრაქტიკას და მუდმივად უნდა აცხადებდეს ამას მასიური საინფორმაციო საშუალებებით, ვინაიდან ადამიანის

ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების პრევენცია ზუსტად რომ ამ უწყების მოვალეობაა! თუმცა ჯანდაცვის ოფიციალური სტრუქტურებიდან მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობების სისხლიან სტატისტიკას თუ ვიგებთ.

CDC-ს ინსტრუქციებში (*) ხაზგასმით არის ჩაწერილი, რომ მსგავსი ქიმიური აგენტების მიერ ადამიანისათვის მიყენებული ზიანის სიმძიმე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მეთოდით არის ეს ქიმიური ნივთიერებები გამოყენებული და რა დროის განმავლობაში იყო ადამიანი მათი ზემოქმედების ქვეშ. ყოველდღიურად ვხედავთ „წიწაკის სპრეის“ პირდაპირ სახეში შესხურებას, ამ და, შესაძლოა, სხვა ნივთიერებებდამატებული წყლის ნაკადით ადამიანების დასველებას, ტანსაცმლის გაჟღენთვას, რომელიც დიდი ხნის მანძილზე რჩება დემონსტრანტის სხეულზე. კიდევ უფრო სავალალოა ძალოვნების მიერ დაკავებული ადამიანების მდგომარეობა, რომელთაც არ ეძლევათ საშუალება, მოიშორონ კონტამინირებული ტანსაცმელი და ჩამოირეცხონ ტოქსიური ქიმიური აგენტები.

ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს საზოგადოებას, რომელი კონკრეტული ქიმიური აგენტებია გამოყენებული ძალოვანი სტრუქტურების მიერ. ყველაზე ხშირად გამოყენებული აგენტები შემდეგია:
• Chloroacetophenone (CN)
• Chlorobenzylidenemalononitrile (CS)
• Chloropicrin (PS)
• Bromobenzylcyanide (CA)
• Dibenzoxazepine (CR)
• აღნიშნული ნივთიერებების კომბინაციები

დაუყოვნებელ ეფექტზე ბევრი დაიწერა და პირდაპირ ლაივშიც ვხედავთ, რა ემართება ხალხს. აქ ჩამოვთვლი მძიმე და შორეულ შედეგებს, რომელიც შეიძლება მოყვეს ასეთი ქიმიური ნივთიერებების არასწორ, მათ შორის მათი მაღალი დოზით გამოყენებასა და ადამიანის ხანგრძლივ ექსპოზირებას მათ მიმართ:
• სიბრმავე
• გლაუკომა – თვალის მძიმე პათოლოგია, რომელმაც ასევე შეიძლება განაპირობოს სიბრმავე,
• უეცარი სიკვდილი ხორხისა და ფილტვების ლორწოვანის დამწვრობის გამო,
• სუნთქვის უკმარისობა, რომელმაც ასევე შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი

„ხელნაკეთი“ ქიმიური იარაღის ზემოქმედება ერთ ადამიანზე შეიძლება არ იყოს მძიმე, მაგრამ იგივე დოზა მეორე ადამიანისათვის შეიძლება სიკვდილის ან დაინვალიდების მიზეზი გახდეს. განსაკუთრებით საშიშია ძლიერი ალერგიული წინასწარგანწყობის, ბრონქული ასთმის, სასუნთქი გზების ქრონიკული დაავადებების და ბევრი სხვა დაავადების მქონე ადამიანების ექსპოზირება ამ „თითქოსდა სწრაფი და მსუბუქი“ მოქმედების ტოქსინების მიმართ, რომელიც რიგ შემთხვევაში (და განსაკუთრებით მათი არასწორი გამოყენების დროს) შეიძლება სასიკვდილო ქიმიურ იარაღად იქცეს.

(*) (https://www.cdc.gov/chemical-emergencies/chemical-fact-sheets/riot-control-agents.html#:~:text=Riot%20control%20agents%20(also%20called,clean%20and%20get%20medical%20care.)

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო”

თეგები: გიორგი კამკამიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი და ტექ ოლიმპიადების ჰაბი ახალი თაობისთვის საერთაშორისო შესაძლებლობებს ქმნიან

15:04 06-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved