• რეკლამა
  • კონტაქტი
17:10, ხუთშაბათი, 19 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უერთდება, თუ არა, 20 ივნისის აქციას პრეზიდენტი? – “ქვეყნის იზოლაცია რეალური საფრთხეა”

ალია ავტორი - ალია
18:22 06-20-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
277
16 ივნისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილი მდუმარე აქცია ჩაატარა, თუმცა, იმდენი კომენტარი და ინტერვიუ ჩაიწერა იმ დღეს, მდუმარების რა გითხრათ. პრეზიდენტმა დაანონსა, რომ აქცია იქნებოდა იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში ყოფნა და სთხოვა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს და ხელისუფლებას, მისულიყვნენ აქციაზე.
20 ივნისის აქციის ორგანიზატორებმა, სალომე ზურაბიშვილის მიწვევა მიიღეს და უპასუხეს:
“ჩვენ ვიღებთ პრეზიდენტის მოწვევას 16 ივნისის აქციაზე და ვთავაზობთ, მანაც მიიღოს სამოქალაქო საზოგადოების თვითორგანიზებულ ჯგუფთა მოწვევა და დაესწროს შეკრებას “შინ ევროპისკენ”, რომელიც 20 ივნისს, 20 საათზე პარლამენტთან დაიწყება და ევროპის მოედანზე დასრულდება.
ქვეყანაში, სადაც ახალ წელს ორჯერ ვზეიმობთ, არაფერი დაშავდება, თუ ევროინტეგრაციისადმი ერთგულებასაც ორჯერ აღვნიშნავთ.”
აქციაზე იმყოფებოდა პოლიტიკოსი, დავით ბერძენიშვილიც, რომელმაც თქვა:
“პრეზიდენტმა მოგვმართა და მოვედით, ჩვენც მივმართვთ და 20-ში მოვიდეს.”
თუმცა, აქციაზე არ მივიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.
სალომე ზურაბიშვილმა 16 ივნისს განაცხადა, რომ აქცია იყო მოუმზადებელი, დაუორგანიზებელი და მისი მიზანიც სწორედ ეგ იყო, თუმცა, იქვე აღნიშნა, რომ მას უნდოდა, ევროპისთვის ეჩვენებინა, მოქალაქეების ნება, უცნობია, როგორ უნდა დაენახა მოუმზადებელი, დაუორგანიზებელი აქციიდან რაიმე კარგი ევროკავშირს…
პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იგი აქციაზე პრეზიდენტი არ არის, თუმცა, ისიც დაამატა, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, აქციაზე ელჩები და დიპლომატები მიიწვია.
იმედს ვიტოვებთ, რომ ევროპარლამენტარები არ მოუსმენდნენ, 16 ივნისს აქციაზე მისული პრეზიდენტის ინტერვიუებს, სადაც იგი მისული იყო, როგორც არაპრეზიდენტი, თუმცა, კომენტარებს აკეთებდა როგორც პრეზიდენტი და მართლაც არ იფიქრებენ, რომ რამე ტიპის დასკვნა უნდა გამოიტანონ 16 ივნისის აქციიდან… წინააღმდეგ შემთხვევაში, თავადაც მიხვდებით, რა დასკვნის გამოტანა შეიძლება აქციიდან, რომელიც მმართველი გუნდის წევრმა, პრეზიდენტმა დააანონსა და სადაც მმართველი გუნდიდან და მათი მხარდამჭერებიდან არავინ მივიდა.
მიიღებს, თუ არა საპასუხო მიწვევს პრეზიდენტი 20 ივნისის აქციაზე და შეუერთდება თუ არა ხალხს? – დღის დასრულებამდე, ამ კითხვასაც გაეცემა პასუხი.
სალომე ზურაბიშვილი, 14 ივნისი:
“კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებია? – თუნდაც ის, რაც გააკეთა მოლდოვამ, ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც მოუთხოვია არავის, არც მისგან და არც ჩვენგან – ეს უნდა ითქვას, არც ომში ჩართვა არც მისგან და არც ჩვენგან არავის მოუთხოვია, მაგრამ მოლდოვამ შეძლო ის, რაც ჩვენ გვიჭირს – გაჩუმება და მუშაობა ევროპის ყველა დედაქალაქში – რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია.

ეს ყველაფერი კითხვებს აჩვენს ჩვენი პოლიტიკური ნების შესახებ – ამ ყველაფერმა მიგვიყვანა დღევანდელ მდგომარეობამდე, როცა არც მეგობარი, არც მოკავშირე გვყავს, რომელიც ჩვენ პოზიციას დაიცავს, არგუმენტებიც არ მიგიწოდებიათ დასაცავად და ვინც ჩვენ დასაცავად მზად იყო, ის ყველაზე მეტად გავანაწყენეთ, ჩვენი დიდი მეგობარი პოლონეთი.

საფრთხე ჩნდება იზოლაციის, იზოლაციის, რომელიც ჩვენ მერ შექმნილია, ბევრად უფრო დიდი და რეალური საფრთხეა, ვიდრე ე.წ. მეორე ფრონტის შექმნილი მითი.”

თეგები: 20 ივნისისალომე ზურაბიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved