უელსში დააჯარიმებენ პირებს, ვისაც სახლიდან მუშაობა შეუძლიათ, მაგრამ ოფისში მაინც დადიან. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.
თანამშრომლებს, ვისი სამუშაო ოფისში ყოფნას არ ითხოვს, სამუშაო ადგილზე თითო მისვლისთვის 60 გირვანქა სტერლინგის ოდენობის ჯარიმა ემუქრებათ, დამსაქმებლებს კი – 1000.
აქამდე სახლიდან მუშაობა უფრო რეკომენდაცია იყო, ვიდრე მოთხოვნა, თუმცა რეგიონულმა მთავრობამ გადაწყვიტა, უფრო მკაცრი ყოფილიყო და ოფისში მუშაობა აეკრძალა, თუ ადგილზე ყოფნის სათანადო დასაბუთება არ არსებობს.
ბოლო დროს, გაერთიანებული სამეფოს ყველა რეგიონმა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების გამკაცრება დაიწყო, ვინაიდან ქვეყანაში შტამი “ომიკრონი” სწრაფად ვრცელდება.
კომენტარები