• რეკლამა
  • კონტაქტი
10:27, პარასკევი, 11 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უჩა ნანუაშვილი – „გამოკითხვისას დასმულ კითხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი გაუთქმელობაზე მომაწერინეს“

ალია ავტორი - ალია
12:53 03-18-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
88

ყოფილი სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის გამოკითხვა მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დასრულდა. ის თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე ჩვენებას თითქმის ერთი საათის განმავლობაში აძლევდა.

როგორც გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, მას გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი, რის გამოც, დასმული კითხვებისა და გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებდა.

“ხელი გაუთქმელობას მოვაწერე, შესაბამისად, იმ კითხვების შესახებ, რომელიც დაისვა, უფლება არ მაქვს, ვისაუბრო. მე ვისაუბრე იმაზე, რომ დღევანდელი დაკითხვაც არის აბსურდი და აბსურდის თეატრში მონაწილეობა. ნაცვლად იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები, უსაფრთხოების სამსახური დაკავებული იყოს რეალური უსაფრთხოების პრობლემებით, მათ შორის, იმით, რომ 21 პატიმარია სოხუმისა და ცხინვალის საპატიმროებში, ზრუნავდეს მათ გათავისუფლებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უსაფრთხოებაზე, ის დაკავებულია რაღაც თითიდან გამოწოვილი საქმით.

მე არ მაქვს უფლება დეტალებზე ვისაუბრო, მაგრამ აღვნიშნავ იმას, რომ “მოსკოვის მექანიზმთან” დაკავშირებით ეს გამოძიებაც კი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დარღვევაა ეუთოს საოპერაციო დოკუმენტის, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ხელისუფლება ვალდებულია “მოსკოვის მექანიზმთან” ითანამშრომლოს და დაიცვას იმ პირთა უფლებები, რომელთაც ექსპერტებთან სხვადასხვა ფორმით კომუნიკაცია ექნებათ. ეს ორგანიზაცია ან პირი უნდა იყოს დაცული და ხელისუფლებას ეკრძალება ნებისმიერი სახის ზეწოლა, თუნდაც დაბარება, როგორც დღეს მოხდა. დღეს, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ ეს არის სერიოზული დარღვევა ეუთოს მოთხოვნების, რაზეც საქართველოს ხელისუფლება პასუხი უნდა გასცეს.

მე არანაირი კოორდინაცია არ გამიწევია, გავეცი კითხვებს პასუხი, დავეხმარე ექსპერტს, ეს იყო ჩემი, როგორც მოქალაქის, უფლებადამცველის მოვალეობა. ექსპერტმა მთხოვა, თუ მქონდა რამე ინფორმაცია წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით. ერთ-ერთი დავით ქაცარავას საქმე გამახსენდა, რომელიც ძალიან ცნობილია საზოგადოებისთვის, ეს საქმე სტრასბურგის სასამართლოშიცაა გაგზავნილი.

ეუთოს მექანიზმი ოფიციალური მექანიზმია, ეს არ არის რაღაც კერძო დაწესებულება, საქართველო 1992 წლიდან ეუთოს წევრია, ვალდებულება აქვს ექსპერტთან ითანამშრომლოს, ყველა სახის ინფორმაცია მიაწოდოს, სწორედ ამიტომ შეხვდნენ მას სახელმწიფო თანამდებობის უმაღლესი პირები. თუ ეს დანაშაულია, მაშინ დღეს თანამდებობის პირებიც უნდა დაიკითხონ.

გამოძიება ძველი მუხლებითაა, რომელიც 2025 წლის დეკემბერში დაიწყო, თუ სწორად მახსოვს, 333-ე და 319-ე მუხლები, რაც უცხოური ორგანიზაციებისთვის დახმარებას გულისხმობს”, – განაცხადა ნანუაშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved