• რეკლამა
  • კონტაქტი
04:08, ხუთშაბათი, 9 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უბრალო და მარტივ დასკვნას შემოგთავაზებთ – სანამ კაციჭამიად შემრაცხავდეთ და გინებას დამიწყებდეთ, იქნებ ბოლომდე ჩაიკითხოთ!” – ირაკლი მელაშვილი

ალია ავტორი - ალია
13:44 01-28-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,288

ყოფილი პარლამენტარი, ირაკლი მელაშვილი:

მოკლედ, ქართველებს ერთმანეთის სალანძღს და საჩხუბარს რა გამოგვილევს. ახლა, მორიგი განხეთქილების ვაშლი მინიაპოლისის ამბებია, თავიანთი, ხშირ შემთხვევაში ფუნდამენტალისტური იდეოლოგიური შეხედულებებდან გამომდინარე ქართველი მემარცეხენე-ვოუქისტები ტრამპს და ტრამპისტებს სულ ფაშისტებს ეძახიან, ქართველი ტრამპისტები კი მემარცხენეებს „ტროცკისტების“ იარლიყებით ამკობენ. ჟანრის კლასიკაა.
მე კი უბრალო და მარტივ დასკვნას შემოგვთავაზებთ. რაოდენ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, მიუხედავად მსხვერპლისა, ამერიკული სისტემა მაინც სწორად მუშაობს! სანამ კაციჭამიად, ემპატიის არმქონედ და ა.შ. შემრაცხავდეთ და გინებას დამიწყებდეთ, იქნებ ბოლომდე ჩაიკითხოთ!
სახელმწიფოს გააჩნია კანონის დარღვევის შემთხვევაში ძალის გამოყენებაზე ექსკლუზიური და ლეგიტიმური უფლება. სამწუხაროდ ჯერ არ შექმნილა სისტემა, არ არსებულა ქვეყანა, სადაც ამ უფლების უსამართლოდ, უკანონოდ ან გადამეტებით გამოყენების შემთხვევები არ დაფიქსირებულიყოს, მათ შორის ისეთებიც, რომელთაც ადამიანის სიცოცხლის ხელყოფა მოჰყოლია. ამისგან, სამწუხაროდ, დაზღვეული არც ერთი, თუნდაც ყველაზე დემოკრატიული საზოგდოება და სახელმწიფო არ არის დაზღვეული.
ჩემი აზრით, ასეთ შემთხევევებში გადამწყვეტია თუ როგორ რეაგირებს საზოგადოება, როგორ არის მოწყობილი სახელწმიფოს მართვის სისტემა, რათა მან სწორი რეაგირება მოახდენოს ასეთ ინიციდენტებზე, მათ შორის ისეთი ხელისუფლების პირობებშიც კი, რომლისთვისაც ადამიანის უფლებების დაცვა შეიძლება მაინცდამაინც პირველ პლანზე არ იყოს წამოწეული. მაგალითად, აშკარად ჩანს, რომ ტრამპის ხელისუფლებისთვის, ამ ეტაპზე, მიგრანტებთან ბრძოლა ბევრად უფრო დიდი პრიორიტეტია.
ჩემი აზრით მინიაპოლისის მოვლენები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ამერიკული სისტემა ჯანსაღია. ერთი მხრივ ადგილობრივი და შტატის ხელისუფლების პროტესტი და პოზიცია არ აძლევს ცენტრალურ ხელისუფლებას საშუალებას პროპაგანდით დააბრმავოს მოსახლეობა, თითქოს პირველი მოკლულის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა საემიგრაციო სამსახურის პოლიციელზე თავდასხმას და პოლიციელი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა (გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს, რომ ეს ტყუილია), მეორე მხრივ ცენტრალური ხელისუფლების უფლებამოსილებები და შესაძლებლობები არ მისცემს საშუალებას მინეაპოლისის მუნიციპალიტეტეის და შტატის ხელმძღვანელობას, მომხდარი ინციდენტი პოლიტიკურ პარტიული დაპირისპირების გაღვივების მიზნით დიდხანს გამოიყენონ (ორივე დემოკრატია) და ზედმეტ პოპულიზმში ჩაძირონ ქვეყანა.
ასე მოქმედებს აშშ-ში ხელისუფლების ვერტიკალური დაბალანსების სიტემა, არც ერთ დონის ხელისუფლებას არც ადგილობრივს, არც შტატის და არც ცენტრალურს არ აქვს იმდენი ძალაუფლება, რომ იხელმძღვანელოს პრინციპით, მე ვარ და ჩემი ნაბადი, როგორც მომესურვება ისე ვმარათავო. თან, ამერიკაში მოქმედებს არჩევითი ფიგურების ამომრჩეველთან უკუკავშირის სისტემა, ორივე მხარემ იცის, რომ ბოდიში და თუ ძალიან „გააჯაზებს“, მას მომავალი წლის არჩევნებზე მძიმე ელექტორალური ფასის გადახდა მოუწევს .
ამიტომ, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოების, ხელისუფლების ადგილობრივი და რეგიონული ორგანოების მტკიცე წინააღმდეგობის გამო ცენტრალურ ხელისუფლება იძულებული იქნება მიიღოს ზომები, რათა მომავალში თავიდან აიცილოს მსგავსი ინიციდენტები, ხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლებას მოუწევს გადახედოს თავის გადაწყვეტილებებს და გააუქმოს ის აქტები, რომლებიც ხელს უშლის ფედერალურ ორგანოებს შეასრულონ თავიანთი ფუნქციები მინეაპოლისის ტერიტორიაზე.
ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ყველაფერი ცენტრალური, რეგიონული და ადგილობრივი ორგანოების შეთანხმებით დასრულდება, რომლის ნაწილი შეიძლება გახდეს გადაწყვეტილება, რითაც ფედერალური ორგანოების მიერ ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებაში ამა თუ იმ ფორმით ჩაერთვებიან შტატის საგამოძიებო სტრუქტურები, რაც მოსახლობაში აამაღლებს ნდობას გამოძიების პროცესის და დამნაშავისათვის ადექვატური სასჯელის დაწესების გარდაუავალობის მიმართ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?
ახალი ამბები

“არ სცნოთ არჩევენები, რომლებიც დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაოფილებენ” – რა წერია ეუთო-ს დეკლარაციაში?

15:14 07-08-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

17:16 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს  უმასპინძლებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლაგოდეხი ბლუზის მე-10 საერთაშორისო ფესტივალს უმასპინძლებს

16:03 07-08-2026
“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს
ახალი ამბები

“ევექსი ლაბის” ახალი შეთავაზება სოციალური ბარათის მფლობელებს

15:59 07-08-2026
თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ნაკრები ინფორმატიკის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიადაზე გაემგზავრება

15:55 07-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved