„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი, ოთო კახიძე „პოსტივის“ წამყვანის, შალვა რამიშვილის შვილის წერილს სოციალურ ქსელში ეხმაურება:
„ადამიანი როცა საზიზღარი და გათახსირებული გახდება, შვილსაც მოუნდება მისგან დისტანცირება.
უბედური ადამიანია შალვა რამიშვილი, ბინძურთან ერთად.
ღირსი კია, უდაოდ, მაგრამ მაინც მებრალება იმისთვის, რაც საკუთარ თავს დამართა.
თავისი სიხარბისა და უზნეობის გამო.
წარმატება შვილებს. არ იქნებოდა მათი ნაბიჯი მარტივად გადასადგმელი.”
კომენტარები