• რეკლამა
  • კონტაქტი
03:46, კვირა, 2 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უარი ვთქვი ეკა ბესელიას გაშავებაზე, დავდიოდი პროევროპულ აქციებზე, “ქართული ოცნება” მკვდარია”– გიორგი უძილაურის გზავნილები ციხიდან

"დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“...), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან."

ალია ავტორი - ალია
13:49 06-03-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
152

ერთ დროს ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი, გიორგი უძილაური, რომელიც სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით დააკავა, ასახელებს მიზეზებს, “რის გამოც ოცნებამ ციხეში გაუშვა”.

ადვოკატმა ბექა გულედანმა მასთან შეხვედრების შემდეგ. წერილი  “ინტერპრესნიუსს” გადასცა.

 

“გიორგი უძილაური, იაზრებს, რა მის მიმართ წარდგენილი ბრალდების სიმძიმეს, აღიარებს, რომ:

იკავებდა რა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის თანამდებობას, იმავდროულად ინარჩუნებდა არასამთავრობო ორგანიზაცია ”ევროპული არჩევანი საქართველოსთვის“ დირექტორის თანამდებობას, 2025 წლამდე კი რედაქტორობდა ინტერნეტ გამოცემა ”european.ge“-ს, რომელშიც პერიოდულად აქვეყნებდა მის ანალიტიკურ სტატიებს სხვადასხვა პოლიტიკურ და გეოპოლიტიკურ თემებზე, ისევე როგორც მოღვაწეობდა ჟურნალისტიკაში 1994 წლიდან.

აღიარებს, რომ საგამოძიებო სამსახურის პარალელურად, ორჯერ იმყოფებოდა პროევროპული სტუდენტების საპროტესტო აქციებზე რუსთაველზე, ერთხელ მოძრაობდა, ხოლო მეორედ იდგა სასტუმრო “თბილისი მარიოტსა” და გალერეას შორის. აქციის დარბევისას არაერთხელ იცვლიდა ლოკაციას. მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია პროევროპულ სტუდენტებს გაზით არბევდა, სახე არ დაუმალავს. შესაბამისად, შსს-ს ჰქონდა მისი იდენტიფიკაციის საშუალება.

იმის მიუხედავად, რომ საგამოძიებო სამსახურში დასაქმებისთანავე გაფრთხილებული იყო, რომ ისმინებოდა მისი ტელეფონები, ხდებოდა ინტერნეტ ტრაფიკის მონიტორინგი, ფიქსირდებოდა სამსახურებრივი ავტომანქანის ლოკაცია და ხორციელდებოდა სალონის მოსმენა, თავი არ შეუზღუდავს არც შეხვედრებში და არც საუბრებსა თუ მიმოწერებში.

უფრო მეტიც, დაუფარავი ენთუზიაზმით დასცინოდა ხელისუფლების მიერ ევროპის დისკრედიტაციისათვის გამოგონილ საფრთხობელებს („Deep State“, “ომის პარტია“, “მასონები“, “ევროგეების საფრთხე“…), გმობდა ხელისუფლების სასტიკ პოლიტიკას პროევროპელი სტუდენტების მიმართ, რადგან ამ პოლიტიკას შედეგად მოჰყვება ახალგაზრდების მასიური გადინება საქართველოდან.

გიორგი უძილაურის თქმით, ეს პოლიტიკა არ ყოფილა „ქართული ოცნების“ მიზანი ან ამოცანა.

2011 წლის ოქტომბრიდან იგი შეურთდა ბიძინა ივანიშვილის ირგვლივ ჩამოყალიბებულ 20 კაციან გუნდს (დღეს იმ გუნდიდან ივანიშვილის გარემოცვაში დარჩენილია მხოლოდ გია ვოლსკი), რათა თავისი წვლილი შეეტანა სააკაშვილის რეჟიმის დამარცხებაში.

გიორგი უძილაური სააკაშვილის რეჟიმს მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს ანტიდემოკრატიულ და სისხლიან მმართველობად, რომელმაც გააბეჩავა და დააჩოქა საქართველო, ე.წ. „ვარდების რევოლუციას“ მიიჩნევდა და მიიჩნევს სახელმწიფო გადატრიალებად, რის გამოც დღემდე ორმხრივი აუტანლობა აკავშირებს მასსა და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს.

20 კაციანი გუნდი 2011 წლის ოქტომბრიდან, 2012 წლის ივნისამდე გაფართოვდა და გამყარდა საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან შემოერთებული, გულანთებული, უშიშარი და თავგადადებული ახალგაზრდობით – იმ ბირთვმა, რომელმაც მაგალითი მისცა დანარჩენ, ორჭოფობაში მყოფ მოსახლეობას და 2012 წლის ოქტომბერში გამარჯვება მოუტანა „ქართულ ოცნებას“.

გიორგის თქმით, ის გულანთებული და ალალი მოძრაობა დღეს აღარ არსებობს, ის „ქართული ოცნება“ მკვდარია.

მაღალი იდეალები ჩანაცვლდა მედროვეთა ინტერესებით და სხვის მიერ მოპოვებული გამარჯვებით მიღებული ძალაუფლების შენარჩუნების დაუოკებელი წყურვილით. ხელისუფლებაში მოსულია ხალხი, ვისაც არც ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვამდე უბრძოლია სააკაშვილის რეჟიმთან და არც შემდეგ, 2011-2012 წლებში. მათთვის უცხოა იდეალებიც და გუნდურობაც. ძველი “ოცნების“ აქტივისტები ერთმანეთისთვის თავს სწირავდნენ, დღევანდელი “ოცნების“ ხელმძღვანელობა კი ერთმანეთს სწირავს, წარბშეუხრელად. მათ არ იციან, რომ 2011-2012 წლების ბრძოლაში და მოპოვებულ გამარჯვებაში მონაწილეობდა ის დასავლეთი, რომელსაც მათ მტრის სტატუსი მიანიჭეს.

ასევე გიორგის თქმით, 2011-2012 წლების ივანიშვილის მოძრაობაში აქტიურად იყო ამერიკელების და ევროპელების რამდენიმე ჯგუფი. ისინი არა მარტო კონსულტაციებს უწევდნენ ივანიშვილის გუნდს, არამედ უზრუნველყოფდნენ ახლადშექმნილი მოძრაობის აქტიურ კომუნიკაციას ვაშინგტონთან და ბრიუსელთან, აძლევდნენ რჩევებს სააკაშვილის რეჟიმთან ბრძოლისთვის და უზრუნველყოფდნენ ივანიშვილის უსაფრთხოებას.

როგორც ივანიშვილმა, ასევე “ოცნების“ ბირთვმა, ასევე ამერიკელმა და ევროპელმა სპეციალისტებმა იცოდნენ, რომ საფუძველი ეყრებოდა დემოკრატიულ და პროდასავლურ საქართველოს. არავის გასჩენია ეჭვი, რომ დასავლელი სპეციალისტები წარმოადგენდნენ „Deep State“-ს ან შემოგზავნილ აგენტურას – მტერი ომის მოგებასა და გამარჯვებაში არ გეხმარება.

გიორგი აღიარებს, რომ მასაც ჰქონდა კომუნიკაცია და აქტიური კავშირი ამერიკელ და ევროპელ სპეციალისტებთან, ზოგიერთ მათგანთან მეგობრობდა და დღემდე მეგობრობს.

მიუხედავად იმისა, რომ 2012 წლიდან 2022 წლამდე “ოცნება“ მეტ-ნაკლებად ინარჩუნებდა პროევროპულ, დემოკრატიულ კურსს, გიორგი ამჩნევდა, რომ ნელდებოდა დემოკრატიზაცია, ხელისუფლებაში ძლიერდებოდა აზრი, რომ დემოკრატია არც ისე კომფორტულია მმართველობისთვის, რომ სიტყვის თავისუფლება მნიშვნელოვანი ყოფილა მხოლოდ ოპოზიციაში ყოფნის დროს და ძალიან მომაბეზრებელია ხელისუფლების მიღების შემდეგ, რომ ბევრად მარტივია სიტყვის თავისუფლება გაფორმდეს „ევროპულ აგენტურად“ ან „სააკაშვილის რუპორად“.

გიორგის თქმით, არაკომფორტული აღმოჩნდა ევროინტეგრაციაც, რადგან “ოცნების“ ახალი ხელმძღვანელობა დგებოდა არჩევანის წინაშე – ან რეალურად გაემიჯნება ერთმანეთს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლება, ან უნდა იყოს პარტიული დიქტატურა და დემოკრატიის ჩაწიხვლა. ევროინტეგრაციისგან დაშორება ხდებოდა ეტაპობრივად, მაგრამ თანმიმდევრულად, ნელ-ნელა იზღუდებოდა აზრის თავისუფლება საჯარო მოხელეებისათვისაც.

მთავრობის კანცელარიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობისას, გიორგი ასევე ესწრებოდა თსუ-ს პირველ კორპუსთან სტუდენტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას, რის შემდეგაც სუს-მა „ქართულ ოცნებას“ შეატყობინა, თითქოს გიორგი იყო პროცესის ორგანიზატორი, მან უარყო ორგანიზატორობა, თუმცა აღიარა აქციაზე დასწრება.

გიორგი აღიარებს, რომ არაერთხელ დაუფიქსირებია მისი წინააღმდეგობა ანტიდასავლური პოლიტიკის მიმართ, მათ შორის ოცნების წევრებთან.

გიორგის თქმით, კოჰაბიტანტების და მედროვეების გამარჯვება გამოაშკარავდა რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმისთანავე. იგი აღიარებს, რომ მაინც ცდილობდა გაედო ხიდები „ოცნებასა“ და უკრაინულ მედიას შორის.

გიორგის თქმით, მისი აქტივობა და ენთუზიაზმი ჩაითვალა პოლიტიკურ თავნებობად, იგი აღიარებს, რომ არ ემორჩილებოდა ე.წ. „პარტიულ დისციპლინას“ და რისი გაკეთებაც არ სურდა, არ აკეთებდა.

გიორგი იხსენებს, რომ ბოლოს უარი თქვა ეკა ბესელიას „გაშავებაზე“ და იცოდა, რომ მალე მასთანაც მივიდოდნენ.

გიორგი უძილაური აღიარებს, რომ მისმა პოლიტიკურმა პოზიციამ და იდეალებმა აქცია პატიმრად – პოლიტიკურ პატიმრად, რადგან მისი დაჭერა იყო პოლიტიკური სიგნალი ყველა იმ საჯარო მოხელისათვის, ვინც პროპაგანდისგან განსხვავებულად ფიქრობს.

გიორგიმ არ იცის ეღირსება თუ არა თავისუფლება, რადგან მისნაირი ელემენტები, მითუმეტეს მკაცრი კონტროლის სახელმწიფო სტრუქტურებში, ავტორიტარული ხელისუფლების მხრიდან აღიქმებიან ავთვისებიან სიმსივნედ, დეფექტურ უჯრედად არადემოკრატიულ ორგანიზმში; ზედმეტი აქტივობა, თავნება აზრები და იდეები შეიძლება გადაედოს სხვა ჩინოსნებს და აფიქრებინოს აკრძალული ფიქრები; დღევანდელი პროპაგანდით საქართველოს პატრიოტია მხოლოდ ის, ვინც არ ეწინააღმდეგება ამ პროპაგანდას. ყველა დანარჩენი, ვინც წინააღმდეგია, არის დასავლეთისგან მოსყიდული, შესაბამისად „სახელმწიფოს მტერი“, ან „ჯაშუში“.

გიორგი უძილაური აღნიშნავს, რომ არის კონსერვატორი, იზიარებს ქრისტიან- დემოკრატიულ იდეებს, მხარს უჭერს ტრადიციული ღირებულებების დაცვას, მაგრამ ამავე დროს სურს საქართველოს ხილვა ევროკავშირში, დასავლური, ქრისტიანული ცივილიზაციის ღირსეულ წევრად.

გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას, ქართული დიპლომატიის ლაჩრულ დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ და ყველაფრის „ომის საფრთხით“ გამართლებას.

მისი თქმით, ომი რომ აღარ უნდოდათ, იმიტომ შექმნეს ყოფილმა მტრებმა ევროკავშირი – კაცობრიობის ისტორიაში ერთადერთი გაერთიანება, რომელიც გუშინდელმა მოქიშპეებმა აქციეს მშვიდობის და კეთილდღეობის ზონად.

გიორგის თქმით, მშვიდობის გარანტი არის ევროპა და არა რუსული ჩექმის ამბორი და ცახცახი. მშიშრობა, ლატენტური მონობა და განსხვავებული აზრის დახშობა არ ყოფილა ჩვენი წინაპრების ოცნება – ქართული ოცნება”, – აცხადებს გიორგი უძილაურის ადვოკატი ბექა გულედანი.

გიორგი უძილაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 314-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯაშუშობა) აქვს წარდგენილი.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მაღალჩინოსანს 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე უქმეებზე სილქფესტის ულიმიტო კომბინაციები და მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიურ ფასად!

12:03 08-01-2026
“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე
ახალი ამბები

“ყველაზე საშიში სიმპტომი” და აპარატურა, რომელიც ოპერაციის შემდგომ, ხმის დაკარგვის რისკს გამორიცხავს – ყველაფერი ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებზე

18:55 07-31-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:57 07-31-2026
კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”
ახალი ამბები

კარდიოლოგიის უდიდესი მიღწევა და უმაღლესი პილოტაჟი – “ეს არის მეთოდი, რომელმაც კარდიოლოგებს მისცა იარაღი იქ, სადაც ადრე მედიცინა უძლური იყო”

16:16 07-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved