ვირუსოლოგები ამბობენ, რომ ვინაიდან SARS-Cov-2 ადამიანის ორგანიზმში მუტირებს, კიდევ უფრო სახიფათო ხდება.
უკვე ბევრი რამ არის ცნობილი ვირუსის აგებულების და მისი სიცოცხლისუნარიანობის მექანიზმის შესახებ, ახლა კი დგება დრო, კარგად შევისწავლოთ ბერძნული ანბანის. მასში 24 ასო-ბგერაა. მათგან პირველი სამი მეტნაკლებად ყველამ იცის. მათ შემდეგ კი უკვე პრობლემაა. მეოთხეა დელტა. სწორედ ეს სახელწოდება მიანიჭეს კორონავირუსის ინდურ შტამს, რომელიც ბოლო დროს თავისი აკვირვებს მეცნიერებს თვისებით – თავი აარიდოს ანტისხეულებს.
„როგორ ჩანს, დელტა-ვირუსით დაინფიცირებული უჯრედები არ იშლება, როგორც ეს სხვა შტამების შემთხვევაში ხდება. პირიქით, ის ერთი უჯრედიდან მეორეში გადადის, მეზობელი უჯრედის მემბრანაში აკეთებს ხვრელს და წარმოქმნის სინციტიუმს ისე, რომ უჯრედს არ შლის. ამავდროულად ის დაცულია უჯრედული მემბრანის ანტისხეულებით. ანუ, ყალიბდება სინციტიუმის დიდი უჯრედები. ამის გამო, ინფიცირების პროცესი ადამიანის ორგანიზმში დროში მცირდება. სწორედ ამიტომ, ვერც ექიმები და ვერც იმუნური სისტემა ვერ ასწრებს ვირუსის მასპინძელი ორგანიზმის დაცვას იმ 4-5 დღის განმავლობაში“, – განმარტავს გამალეის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი ალექსანდრ გინცბურგი ერთ-ერთ რუსულ გამოცემასთან ინტერვიუში.
საქმე ის გახლავთ, რომ ამით ამოიწურება ჩვენი ბერძნულის ცოდნა, SARS-Cov-2-ის ევოლუცია კი გრძელდევა.
ცენტრ „ვექტორში“ ცოტა ხნის წინ მივიდა ცნობა გამა-შტამის შესახებ. ეს საინტერესო იყო იმით, რომ ანბანში გამა დელტამდეა. მსოფლიოში კი თითქმის ერთდროულად ალაპარაკდნენ ლამბდა-კორონავირუსზე.
ჯანმოს ცნობით, ის თითქმის სამ ათეულ ქვეყანაშია უკვე გავრცელებული. და თუ ანბანის წყობას დავუჯერებთ, შესაძლოა უკვე არსებობდეს კორონავირუსები სახელწოდებით „ეფსილონი“, „ძეტა“ „ეტა“, „თეტა“, „იოტა“ და „კაპა“.
ენგელგარდტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერმუშაკი პეტრე ჩუმაკოვი არ გამორიცხავს, რომ ბერძნული ანბანის 24 ასო-ბგერა კორონავირუსის შტამებისთვის სახელწოდების მისანიჭებლად არც იყოს საკმარისი. მისი თქმით, CoViD-19-ის სხვადასხვა სახეობის ასე სწრაფად გაჩენა აიხსნება იმით, რომ კორონავირუსი ამჟამად ცოცხლობს მისთვის ახალ გარემოში – ადამიანის ორგანიზმში. მეცნიერი ამბობს, რომ ადამიანები ალფა-შტამებთან უკვე დიდი ხანია თანაცხოვრობენ, რაც მათ ორგანიზმში მხოლოდ უწყინარ გაციებას იწვევენ. ახლანდელი პანდემია კი მაშინ დაიწყო, როცა უფრო საშიშმა ბეტა-კორონავირუსმა გადალახა ბარიერი და ღამურადან (რომელსაც ყველაზე ძლიერი იმუნური სისტემა აქვს) გადავიდა ადამიანზე ისე, რომ ფრთოსნის სიცოცხლისუნარიანობა არ დაუკარგავს.
„გადაიდგა პირველი ნაბიჯი, კორონავირუსის წანაზარდებმა შეიძინეს თვისება სუსტად მიეკრონ ადამიანის ACE-2-რეცეპტორებს. მას ასეც შეუძლია დააავადოს ის, თუმცა არა ძლიერად. ეს პროცესი გრძელდება ამ რეცეპტორზე წაცხებით, შემდეგ მუტაცია RBD ზონაში – ანუ ამ რეცეპტორებთან დამაკავშირებელ ზონაში და ასეთი ვირუსი კიდევ უფრო ძლიერად და სწრაფად იწყებს უჯრედში შეღწევას. ამავდროულად ის ედება ადამიანის ორგანიზმის სინთეტიკურ აპარატს“ – განმარტავს ცნობილი ვირუსოლოგი.
მისი პროგნოზით, შემდგომი შტამები კიდევ უფრო სახიფათო იქნება.
„შემდეგ კორონავირუსი მიაღწევს რაღაც პიკს. თუმცა, როდის მოხდება ეს – რთული სათქმელია. შესაძლოა – 2, ან 3 წლის შემდეგ. გაჩნდებიან მონსტრები, რომლებიც თანდათანობით, ნელ-ნელა დაკარგავენ ვირუსულობას“, – ვარაუდობს მეცნიერი.
შემაშფოთებელი პროგნოზი აქვს გინცბურგსაც. უფრო მეტიც, ის აცხადებს, რომ მეცნიერებამ არ იცის, როგორი იქნება მომდევნო მუტაცია და რა ახალ თვისებას შეიძენს ეს ვირუსი.
ახალი შტამების მონიტორინგი ოანდემიასთან ომის ისეთივე მნიშვნელოვანი ნაწილია, როგორც ვაქცინაცია – აცხადებს მეცნიერი.
„ეს ჰგავს ბრძოლის ველს: რა თქმა უნდა, გყავს კარგი ტანკები, შეიარაღება, მაგრამ არ იცი, ვინ დგას შენს წინ, ვინ არის მეთაური, რა სახის ჯარი ჰყავს, არ გაქვს 50, შესაძლო 80% ინფორმაციისა მოწინააღმდეგის შესახებ, რაც მასზე გასამარჯვებლად გჭირდება“ – ამბობს გამალეის ცენტრის ხელმძღვანელი.
ვირუსოლოგები ირწმუნებიან, რომ SARS-Cov-2-ის შესაჩერებლად მხოლოდ ერთი გზა არსებობს:
„თუ ვაქცინაცია ნორმალურად ჩაივლის და თუ ყველა არ აიცრება, იმუნური ჯგუფები მაინც გაჩნდება, რომელთა რაოდენობა მნიშვნელოვანი იქნება, ეს ინფექცია უბრალოდ ჩაქრება“ – დარწმუნებულია ვირუსოლოგი პეტრე ჩუმაკოვი.
primetime.ge
კომენტარები