უამინდობამ აჭარაში პრობლემები შექმნა. ბათუმში შტორმის დროს პირსის ნაწილი დაინგრა. დაზიანებულია ახალ ბულვარში ინფრასტრუქტურა და ასევე პირსთან ახლოს მდებარე რესტორნის ნაწილი.
მოქალაქეები ამბობენ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ხშირად თევზაობენ, დღეს მისულებს კი პირსი დაზიანებული დახვდათ.

რაც შეეხება მაღამთიან აჭარას, იქ მეორე დღეა ინტენსიურად თოვს. შეფერხებებია როგორც გადაადგილების, ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.
უხვი ნალექის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოფხვრას ცდილობენ მაღალმთიან აჭარაში. აქ მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ერთ მეტრს აღემატება. თოვლმა შეფერხებები შექმნა როგორც გადაადგილების ასევე ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით.
კომენტარები