• რეკლამა
  • კონტაქტი
02:29, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უახლესი კვლევები ანტისხეულებსა და იმუნიტეტზე – “ძვლის ტვინის უჯრედები ინახავენ ინფორმაციას ანტისხეულების შესახებ და…” – ზაზა წერეთელი

ალია ავტორი - ალია
19:34 06-15-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

თამო კეშელავა, ალია

„ალიას“ ესაუბრება ზაზა წერეთელი – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ჩრდილოეთის განზომილების ჯანდაცვის პარტნიორობის საექსპერტო ჯგუფის კოორდინატორი, ბარენც-ევროარქტიკული საბჭოს „ახალი ტექნოლოგიების და ჯანდაცვის სისტემის მოწყობა მცირედ დასახლებულ ტერიტორიებზე“ პროგრამის კოორდინატორი.

– გვეუბნებიან უკვე, რომ უნდა ველოდოთ, მეოთხე ტალღას, ზოგი ექიმი იმასაც ამბობს, რომ კორონავირუსი არსად გაქრება და ყოველ წელს უნდა ავიცრათ, ისე, როგორც გრიპის ვირუსზე, ზოგი, პირბადის მოხსნაზე საუბრობს და ზოგი გვეუბნება, რომ პირბადე დიდხანს დაგვჭირდება… რომელია სინამდვილე?

– პირბადეს რაც შეეხება, ზოგმა ქვეყანამ გააუქმა პირბადის ღია სივრცეში გამოყენების ვალდებულება, მაგრამ ეს გააკეთეს იმ ქვეყნებმა, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია, ქვეყნები, სადაც მოსახლეობის 10%-ც კი არ არის აცრილი, დახურულ სივრცეში პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე არ საუბრობენ. რაც შეეხება იმას, რას უნდა ველოდოთ მომავალში – სექტემბერ-ოქტომბერში ევროპის, გაერთიანებული სამეფოს, ჩინეთის, საემიროების, კანადის, ამერიკის მოსახლეობის დიდი ნაწილი იქნება აცრილი, აი, ამის შემდეგ გაგრძელდება დაკვირვება და კვლევა, არის თუ არა სრულად აცრილებში ინფიცირების ახალი შემთხვევები. ასპროცენტიანი გარანტია არ არსებობს, მაგრამ თითქმის 99 პროცენტით, ვაქცინა გვიცავს ვირუსის შემთხვევაში, მდგომარეობის გართულებისგან, გვიცავს ლეტალობისგან, მაგრამ რამდენად გვიცავს ინფიცირებისგან, თუნდაც უსიმპტომოდ და მერე გავრცელებისგან – ეს ჯერ კიდევ დაკვირვების და შესწავლის საგანია. ამის დადგენა, სავარაუდოდ, მოხდება ოქტომბრის შემდეგ. ასევე, არ ვიცით ზუსტად, რა პერიოდი გვიცავს ვაქცინა, ან რამდენ ხანს რჩება კორონავირუსის გადატანის შემდეგ, ორგანიზმში ანტისხეულები. არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც, 8 თვის შემდეგ, სისხლში ანტისხეულების ოდენება იწყებს კლებას, სწორედ ამიტომ, ბევრი ქვეყანა უკვე ფიქრობს, რომ 9-10 თვის შემდეგ, ადამიანს მესამე დოზა გაუკეთონ ვაქცინის. თუმცა, არსებობს მერე კვლევაც, რომლის მიხედვითაც, ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს ასევე განაპირობებენ თი და ბი ლიმფოციტებიც.  სულ ახლახან ამერიკაში გამოქვეყნდა კვლევის შედეგები რომლის მიხედვითაც, ძვლის ტვინის უჯრედები ინახავენ ინფორმაციას ანტისხეულების შესახებ და ვირუსის სხეულში მოხვედრისას ისინი იწყებენ ანტისხეულების წარმოშობას.  ეს განსაკუთრებით ძლიერად გამოიხატა იმ ადამიანებში, ვისაც გადატანილი ჰქონდა დაავადება და ამის შემდეგ აიცრა კიდეც. სრული ინფორმაცია ანტისხეულებზე და იმუნურ სისტემაზე გვექნება მაშინ, როცა მსოფლიოს მოსახლეობის 80 პროცენტი იქნება აცრილი და ეს თავის ზეგავლენას მოახდენს ვირუსის ცირკულაციაზე. ეს დაახლოებით 2022 წლის სექტემბერ-ოქტომბრისთვის მოხდება. შესაბამისად, ზუსტი პასუხი იმაზე, დაგვჭირდება თუ არა ყოველწლიურად აცრა კორონავირუსის წინააღმდეგ, ჯერ არ არსებობს, თუმცა, ამ ეტაპზე გამოითქმება ვარაუდი, რომ დიდი ალბათობით ერთ დამატებითი, ე.წ ბუსტერ დოზა დაგვჭირდება ბოლო აცრიდან 9-12 თვის შემდეგ..

რაც შეეხება საქართველოში მეოთხე ტალღის მოლოდინს – ჩვენთვის მთავარი სირთულეა ტურისტული სეზონი. გავხსენით საზღვრები, დაიწყება ტურისტების შემოდინება – ახლა მთავარი კითხვაა, შევძლებთ, ისე გავაკონტროლოთ მათი შემოსვლა, როგორც ამას ევროპის ქვეყნები აკეთებენ? გვექნება ე.წ. შუქნიშნის სისტემა ჩვენც? ანუ როცა ქვეყნები დაყოფილია შუქნიშნის ფერების მიხედვით, სადაც მწვანე ფერი ნიშნავს კარგ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას, ხოლო წითელი კი მძიმეს. შესაბამისად, თუკი პიროვნება მოდის წითელი ქვეყნიდან ანუ სადაც ვირუსის ბევრი შემთხვევაა, მას მოუწევს კარანტინის გავლა. ჩვენ როგორ გავაკონტროლებთ საზღვრებს, ესაა მთავარი საკითხი. მეორე პრობლემა ისაა, რომ ერთი დოზით ქვეყნის მოსახლეობის 6 პროცენტი გვყავს აცრილი და ორი დოზით 1,5 პროცენტი – ეს ძალიან ცოტაა. მოდის ივლისი და აგვისტო, ადამიანები წავლენ ზღვის და მთის კურორტებზე, სადაც გაძნელდება რეგულაციების დაცვა. მესამე პრობლემაა ლაბორატორიები, ჩვენ არ გვაქვს საშუალება, ყველა დადასტურებული შემთხვევის გენური სეკვენირება მოვახდინოთ და შესაბამისად, კარგად ვაკონტროლოთ ახალი შტამების შემოსვლა თუ ცირკულაცია. თუ ჩვენ არ გავითვალისწინებთ გასული წლის შეცდომებს, ისევ, შესაძლოა, მოხდეს ვირუსის აფეთქება. ვთქვათ ისიც, რომ კოვიდგადატანილთა 40-50 პროცენტში გვხვდება ე.წ. ხანგრძლივი კოვიდი, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება და ესეც ართულებს სიტუაციას. მოკლედ საზღვრების გახსნასთან, ტურისტული სეზონისათვის უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად. ორ მაგალითს მოგიყვანთ, გაერთიანებული სამეფო აპირებდა 21 ივნისს მოეხსნა ყველა შეზღუდვა, რადგან მან უკვე აცრა მოსახლეობის 62% ზე მეტი ერთი დოზით და დაახლოებით 45 % ორი დოზით, თუმცა, ახალი დელტა (ინდური) შტამის გამო, ინფიცირებულთა შემთხვევებმა იმატა არავაქცინირებულ ადამიანებში. მოგეხსენებათ, აცრები ჩატარდა ასაკობრივ ჯგუფებში და ყველაზე ნაკლებად არიან აცრილები 20-30 წლის ადამიანები, ახალი შტამი კი ყველაზე ხშირად, სწორედ ახალგაზრდებში ვრცელდება, ზოგჯერ უსიმპტომოდ, მაგრამ ისინი თავის მხრივ, გადამდებნი არიან, ახალგაზრდების მობილობა კი ყველაზე მაღალია. ამიტომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, კიდევ 2 კვირით გადაედო შეზღუდვების მოხსნა. რა თქმა უნდა, ამ მოსაზრებას გამოუჩნდა მოწინააღმდეგენი და თქვეს, რომ ეს ეკონომიკას კიდევ უკან დახევს, მაგრამ ჩატარდა გამოკითხვა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა განაცხადა, რომ ურჩევნია ცოტაც მოითმინოს და შეზღუდვები მოიხსნას ისე, რომ საფრთხე არ დაემუქროს ადამიანების სიცოცხლეს. პარალელურად, გაერთიანებულმა სამეფომ გააძლიერა ვაქცინაციის პროცესი. და მეორე მაგალითი, ინგლისიდან შოტლანდიაში მიმავალი კრუიზის გემი, შოტლანდიამ უკან მიაბრუნა, არ შეუშვა, თქვა, რომ უსაფრთხო არ არის, რადგან ინგლისში, გამა, ინდური შტამია გავრცელებული.

თეგები: ზაზა წერეთელი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved