ჟურნალისტი, გოჩა მირცხულავა:
რადგან ჩვენ არ გვაქვს კანონიერი პარლამენტი – ორგანო რომელიც მიტაცებული აქვს “ქართულ ოცნებას” უნდა მოვიხსენოთ – ე.წ. პარლამენტი; შესაბამისად, ამ ე.წ. ორგანოს თანამდებობის პირები, მათ მიერ არჩეული და დანიშნული პერსონები ასევე იქნებიან ე.წ..უფრო გასაგებად: ე.წ. პარლამენტი, ე.წ. მთავრობა. ე.წ. პარლამენტის თავმჯდომარე, ე.წ. პრემიერ-მინისტრი; ე.წ. პრეზიდენტი, ე.წ. მინისტრი და ასე შემდეგ.მერწმუნეთ, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, სხვა შემთხვევაში, გამოდის, რომ ხდება მათი აღიარება.უაღრესად მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ გარემოებას ყურადღება მიაქციოს მედიამ, ასევე პოლიტიკოსებმა და ექსპერტებმა, რომლებიც მიიჩნევენ, რომ 26 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩატარებული იქნა სპეცოპერაცია, მე ვიტყოდი ტერორისტული აქტი, რომელიც ხელისუფლების უზურპირებით დაასრულა კონკრეტულმა მარიონეტულმა ჯგუფმა.
კომენტარები